არჩილ თალაკვაძე – ჩვენ წარვდგებით არჩევნებზე განახლებული, სოლიდური პროგრამითა და განახლებული პოლიტიკური გუნდით

Read Time:1 Minute, 13 Second

რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ ჩვენი მოქალაქეები, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას უპირობოდ ვენდობით და გავითვალისწინებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ მომავალ არჩევნებზე განახლებული პოლიტიკური გუნდითა და განახლებული პროგრამით წარდგება.

„ქართულმა ოცნებამ“ შეძლო და უზრუნველყო ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა, ეს იყო საყოველთაო ჯანდაცვა, ეს იყო ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამა, ეს იყო გამოყოფილი დაფინანსება ამ მიმართულებით, ეს იყო ადამიანის უფლებების დაცვა. გახსოვთ, სისტემური პრობლემები ჰქონდა ქვეყანას ამ სფეროში. „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ასევე, ეფექტური საგარეო პოლიტიკის გატარება, საქართველომ მიიღო უვიზო რეჟიმი, საქართველომ მიიღო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, საქართველომ უპრეცედენტო მაღალ ნიშნულზე აწია საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები და მიიღო ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, სადაც გვაქვს ხელშესახები პროგრესი. საქართველოს ხელისუფლებამ ამ წლების განმავლობაში უზრუნველყო მშვიდობა და სტაბილურობა, ჩვენი ქვეყანა არ ჩართულა არც ერთ შეიარაღებულ პროვოკაციაში და ურყევად ინარჩუნებდა მშვიდობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ასევე, წვლილი შეჰქონდა ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო მისიებში, როგორსაც ნატო და ალიანსი ატარებს მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე რთულ წერტილებში. ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურის მიმართულებით ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“ და ხედავთ, რომ საქართველოს დღეს აქვს ახალი მაგისტრალები, საქართველოს აქვს რეგიონებში, სოფლებში ახალი ინფრასტრუქტურა. ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის სფეროში. ეს არის უფრო ვრცელი საუბრის საგანი, მაგრამ ძალიან მოკლედ ეს არის, რატომაც ჩემის აზრით, მოქალაქეებმა მხარი უნდა დაუჭირონ „ქართულ ოცნებას“. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები სამომავლოდ, ჩვენი პოლიტიკური პარტია, „ქართული ოცნება“ მზად არის, აიღოს მომავალზეც პასუხისმგებლობა. ჩვენ გვჯერა ჩვენი მოქალაქეების და წარვდგებით ამ არჩევნებში განახლებული, სოლიდური პროგრამით და განახლებული პოლიტიკური გუნდით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვინ არ დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველ მოსმენაზე
Next post ოპოზიციის ლიდერი გიორგი რურუა საკონსტიტუციო ცვლილებებს მიესალმება