არჩილ თალაკვაძე: ყველა ერთად შევძლებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას

Read Time:41 Second

დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად შევძლებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, საერთაშორისო პარტნიორებს, რომ საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას და ერთგულია დემოკრატიული ღირებულებების,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დემოკრატიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ პატივს ვცემთ ყველა იმ თაობათა ძალისხმევას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. საქართველოს პარლამენტი ღირსეულად აგრძელებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ ტრადიციას, იცავს მათ მემკვიდრეობას და კანონის უზენაესობას.

მოქალაქეებზე ორიენტირებული და მათ წინაშე ანგარიშვალდებული მმართველობის მშენებლობა არის ის ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით. მოგეხსენებათ, კოლეგებო, სწორედ თქვენი მონაწილოებით ჩვენ განვახორციელეთ ფუნდამეტური დემოკრატიული რეფორმები, შევცვალეთ საარჩევნო სისტემა – პირველად უახლეს ისტორიაში საქართველო არჩევნებს ატარებს არსებითად პროპორციული სისტემით და 2024 წლიდან უკვე სრულად პროპორციული სისტემით. ჩვენ ვაგრძელებთ ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს ჩვენს საზოგადოებასთან, ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ერთად“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

15 სექტემბერი დემოკრატიის საერთაშორისო დღეა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან გორგაძემ შემოდგომის სუპერტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
Next post გიგი უგულავა „ნაციონალურ მოძრაობას“: ხომ გაგიგიათ, „პლაკატის ახევას სახის ახევა სჯობიაო“ – სახეს გაუფრთხილდით