არჩილ თალაკვაძე საქართველოში „ენდიაის“ ოფისის დირექტორს შეხვდა

Read Time:28 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) ოფისის დირექტორს საქართველოში, ალან გილემს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტსა და „ენდიაის“ შორის თანამშრომლობის გეგმას, პარლამენტის საქმიანობის პრიორიტეტებსა და ახალ ინიციატივებს.

მათივე ცნობით, არჩილ თალაკვაძემ „ენდიაის“​ ოფისის დირექტორთან განიხილა ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც მეათე მოწვევის პარლამენტი დონორებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობისთვის ემზადება – მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა, თემატური კვლევების მხარდაჭერა, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივებს დაეხმარება, საპარლამენტო პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა, პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაძლიერება და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების მხარდაჭერა.

ალან გილემმა პარლამენტის თავმჯდომარესთან გამოთქვა მზადყოფნა, რომ „ენდიაის“ განაგრძობს საქართველოს პარლამენტის საქმიანობის მხარდაჭერას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: იაგო ხვიჩიასთან შეხვედრაზე დადასტურდა, რომ მას სურს, ფასილიტატორის როლი იკისროს და მოლაპარაკებების შედეგად, პარლამენტში 113-ზე მეტი დეპუტატის შემოსვლა უზრუნველყოს
Next post თინა ბოკუჩავა – მშვიდობიან რევოლუციურ მოძრაობებში საშიში არაფერია, საშიში არის უზურპირებული ხელისუფლება