არჩილ თალაკვაძე – რეზოლუცია არ ეფუძნება სიმართლეს, აბსოლუტურად გამრუდებულია იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში ხდება, პუნქტები, რაც რეზოლუციაშია, არის ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის შეურაცხყოფა

Read Time:1 Minute, 15 Second

ევროპარლამენტის რეზოლუცია არ ეფუძნება სიმართლეს და აბსოლუტურად გამრუდებულია იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, პუნქტები, რაც რეზოლუციაშია, არის ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის შეურაცხყოფა.

„რეზოლუცია იქნა მიღებული რომელიც პრინციპში მთლიანად ეხება პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს. უპირველესად უნდა ითქვას, რომ ეს რეზოლუცია არ ასახავს რეალობას, არ ეფუძნება სიმართლეს და აბსოლუტურად გამრუდებულია იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში ხდება. ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რა მოცემულობა გვაქვს და სინამდვილეში ის პუნქტები, რაც რეზოლუციაში ვნახეთ, არის ასევე ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფა.

მეორე, როდესაც ვთქვი, აბსოლუტურად გამრუდებულია-მეთქი. მინდა, მაგალითი მოვიყვანო, რომ ჰაერზე არ ვისაუბროთ. რეზოლუციაში წერია, რომ სააკაშვილის პატიმრობა ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ალბათ ეს რომ არ ეწეროს ევროკავშირის რეზოლუციაში, არავინ დაიჯერებდა ასეთ ცინიკურ განცხადებას. თუ რამე ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს ჩვენს ქვეყანაში, ეს არის პირველ რიგში ის მოთხოვნები, რომელიც გვესმის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. რა მოთხოვნები გვესმის – დიახ, გაქვთ სასამართლო და სასამართლომ გადაწყვიტა ეს საკითხი, იგივე გადაწყვეტილება მიიღო ევროსასამართლომაც იმ საქმეებზე, რაზეც არის სააკაშვილი გასამართლებული, მაგრამ არაუშავს, გადადეთ გვერდზე სასამართლო და პოლიტიკურად ჩაერიეთ მართლმსაჯულებაშიო. ვინც გააზრებულად დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას ევროპარლამენტში პირადი ინტერესების გამო, თუნდაც მათ ვიწროპარტიული ინტერესების გამო, მათ უღალატეს ევროპას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე, „რეზოლუციას მხარი დაუჭირა 557-მა ევროპარლამენტარმა, მათ უღალატეს ევროპას?“ რაზეც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა:

„არა. ვინც პირადი ინტერესებით გააკეთა ამის კოორდინაცია, ინიცირება და ვინც იყო მოთავე ამ რეზოლუციის, უღალატეს და გეტყვით, რატომ. ევროპა დგას სამ ძირითად პრინციპზე, რისიც გვჯერა და სჯერა ევროპაში მცხოვრებ ადამიანებს. ეს არის დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ყაველაშვილი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: შეზღუდვა სად წერია ჩვენს ინიციატივაში? ეს ყველაფერი სპეკულაციებია
Next post მიხეილ ყაველაშვილი: ის 577 ადამიანი კუბილიუსია, ამ რეზოლუციას ხელს რომ აწერს