![](https://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2020/03/received_190853182248472.jpeg)
არჩილ თალაკვაძე: პარლამენტში ოპოზიციასთან ერთად მუშაობა საარჩევნო რეფორმის საკითხზე შეგვიძლია
პარლამენტში ოპოზიციასთან ერთად მუშობა ჩვენ საარჩევნო რეფორმის გაგრძელების საკითხზე შეგვიძლია, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.
თალაკვაძეს კითხვით მიმართეს, თუ როგორ აპირებენ, ოპოზიციის პარლამენტში შეყვანას.
„ოპოზიციას პარლამენტში შევიყვანთ ეს ის სიტყვა არ არის, რასაც ვიტყოდი ამ პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში. ძალიან ცივილიზებული ფორმით, ელჩების ფასილიტაციით მიმდინარეობს მოლაპარაკება. მოლაპარაკების მაგიდაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. პოზიციები არის დაახლოებული და არის ალბათობა, შეთანხმება შედგეს. თუ ამას ამ ორი დღის განმავლობაში შევძლებთ, პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა, მუშაობა პარლამენტში გააგრძელონ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, საარჩევნო საკითხზე შეთანხმების მიღწევა შესაძლოა იყოს ის საკითხი, რის გამოც ოპოზიცია პარლამენტში შევა.
„არჩევნების საკითხი უდაოდ მთავარი საკითხია, რადგან ოპოზიციამ ამასთან დაკავშირებით სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები სამოაყენა, როდესაც არჩევნები დასრულდა. ამდენად, ჩვენ მზად ვართ, ყველა იმ შეკითხვაზე, როელიც ოპოზიციამ დასვა არჩევნებთან დაკავშირებით, გავცეთ პასუხები, გავცეთ პასუხები, ვიმუშაოთ ამ საარჩევნო რეფორმაზე და შესაბამისად, ერთხელ და სამუდამოდ ამოვწუროთ ეს საკითხი“, – განაცხადა თალაკვაძემ.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი შეთანხმების გარეშე დასრულდა.
![](http://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/04/უუუუ.png)
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
არ დავიშურებ ძალისხმევას, რომ ოპოზიციური ერთობა შედგეს, როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ამ არჩევნებზე საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას – თინათინ ბოკუჩავა
მიხეილ სააკაშვილის განცხადება ოპოზიციაში ახალი უთანხმოების მიზეზია. პარტიების ნაწილი ამბობს, რომ ოპოზიციის ერთიანი კოალიცია მათთვის ავტომატურად ერთიან სიას ნიშნავს. "ნაციონალურ...
„მდგომარეობა არის საგანგებო, ყველაფერი მორყეულია“- უახლესი ინფორმაცია ალავერდის სამონასტრო კომპლექსიდან
"მდგომარეობა არის საგანგებო"- ასე შეაფასა ალავერდი ეპარქიის წინამძღავრმა, მეუფე დავითმა ალავერდის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარება გუშინდელი სტიქიის შემდეგ. " მდგომარეობა...
Politico: ევროკომისიას კვლავ ურსულა ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს
ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურა ევროკომისიის ხელმძღვანელის პოზიციაზე ახალ ვადით შეთანხმდა. ამის შესახებ Politico ევროკავშირის სამთავრობო სტრუქტურებში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება....
დათო ხომერიკი: ენმ-ის ოფისში შუშები ჩამსხვრეული დაგხვდა – გამოძიების იმედი არ მაქვს
ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ფანჯრის მინა, რომელზედაც მიხეილ სააკაშვილის ბანერია გაკრული ჩამსხვრეულია. როგორც „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობენ, ფანჯარას...
ნიკა მელია ზაზა ფაჩულიას წინააღმდეგ: მისი განცხადება გამჭვირვალობის კანონზე არ მომისმენია, ცუდია
შეიძლება გამომრჩა, მაგრამ ჩემთვის პატივსაცემი ზაზა ფაჩულიას განცხადება [გამჭვირვალობის კანონზე] არ მომისმენია, ცუდია, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა...
დავით მათიკაშვილი: ნიკა გვარამია ლანძღავდა სალომე ზურაბიშვილს, ხაზარაძე/ჯაფარიძე თვალთხარიას ეძახდნენ გახარიას, ის კი თაღლითად მოიხსენიებდა მათ, ახლა ზურაბიშვილის ფანჩატურში ცდილობენ გაერთიანებას
რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ ამორალურობას და უზნეობას საზღვარი არ აქვს. ეს კრიზისი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ უდიდეს ნაწილს გუშინ და გუშინწინ არ დასწყებია....