არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე: მათი მუშაობის მთავარი მიზანია სხვისი გაკეთებული დაანგრიონ ან თქვან, რომ არ ვარგა

Read Time:36 Second
აგანგებო მდგომარეობის პირობებში, როდესაც კომიტეტები ჩატარდა, არც ერთში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია და საპარლამენტო ცხოვრებაში საქმიანობის ენთუზიაზმი ახლა აღმოაჩნდათ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
 
„ოპოზიციამ ამ პროცესში თავისი თავი საერთოდ ვერ იპოვა, რადგან მათი მუშაობის მთავარი მიზანი არის ან სხვისი გაკეთებული დაანგრიონ, ან სხვის გაკეთებულზე თქვან, რომ არ ვარგა. ბუნებრივია ამ სიტუაციაში მაგის ადგილი აღარ რჩება, ამიტომ ძალიან შეწუხდნენ. 2 თვეა ფიქრობენ მათი ადგილი სად არის, როგორ შეიძლება ჩაერთონ და რამე გააკეთონ. მათ თავისი პარალელური სამყარო აქვთ და ამბობენ, რომ კრიზისების მართვა არის მათი ნოუ ჰაუ. მათი მართული კრიზისები ყველას ახსოვს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
 
შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, პარლამენტი „ნებაყოფლობით შვებულებაში“ იმყოფება. მისივე თქმით, პარლამენტი ვალდებულია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე მაკონტროლებელი და საზედამხედველო ფუნქციები შეასრულოს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია: ფერმერობის მხარდაჭერა ახალ ფასეულობას იძენს იმ გამოწვევების პარალელურად, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით
Next post contrepoints.org – საქართველოს მაგალითი ცხადყოფს, რომ ჩვენ გამოცდილება ბევრი სხვა ქვეყნისგან უნდა გავიზიაროთ