არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობას“: დასკვნა რომ ჩამოგივიდათ სტრასბურგიდან, გომელაურის უწყება კანონის დაცვით მოქმედებდაო, რატომ არ გამოიტანეთ, ბოდიში რატომ არ მოუხადეთ პოლიციელებს

Read Time:1 Minute, 0 Second

თქვენ ხომ ის ხალხი ხართ, რომელთაც შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უჩივლეთ სტრასბურგში, რომ პოლიციელებმა გამოიყენეს არაპროპორციული ძალა პარლამენტთან მომიტინგეთა დაკავებისთვისო. ხომ ეგ ოპოზიცია ხართ, სტრასბურგში რომ წახვედით, თუ რამე მეშლება? დასკვნა რომ ჩამოგივიდათ სტრასბურგიდან, რომ გომელაურის უწყება კანონის სრული დაცვით მოქმედებდა და არცერთი კონვენციური უფლება არ დაურღვევია მომიტინგეებისო, საჭირო იყო იმ ადამიანების დაკავება, რომლებიც პარლამენტს ბლოკავდნენო, ეგ დასკვნა რატომ არ გამოიტანეთ თქვენს ტელევიზიებში? – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტებით მოქმედებდა მაშინ, როცა ხელისუფლებაში იყო და ახლაც, როცა ოპოზიციაშია.

„ბოდიშები რატომ არ მოუხადეთ პოლიციელებს, რომლებსაც თვეების განმავლობაში აშავებდით და თავს ესხმოდით? თუ თქვენთვის ორი სტრასბურგი არსებობს? ანუ, თქვენ თუ გაგამართლათ, ის კარგი სტრასბურგია, მაგრამ თუ გადაწყვეტილებები გამოიტანა, და ისეთები გამოაქვს ბოლოს, რასაც ვხედავთ, მათ შორის თქვენი პოლიტიკური ლიდერის მრავალმილიონიანი კამპანიის საპასუხოდ, მაშინ ეს ცუდი ან ჩუმი სტრასბურგია, რომელზე საუბარიც არ გაწყობთ. ეს ხალხი ხართ, ორმაგი სტანდარტების გამტარებელი ხალხი. როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ევროპის, დასავლეთის სახელით სცემდით მოქალაქეებს, იბარებდით პროკურატურაში და ქონებებს აჩუქებინებდით, ევროპის სახელით აწამებდით პატიმრებს ციხეში, დღეს ასევე ორმაგი სტანდარტების ხალხი ხართ, ოღონდ ოპოზიციაში.

პირობას ვაძლებთ საზოგადოებას, რომ ვიდრე ასეთები ხართ და თქვენი დანაშაულებები არ მოგინანიებიათ, თქვენ ვერ დაბრუნდებით ხელისუფლებაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვახტანგ გომელაური 7-8 მარტის აქციებთან დაკავშირებით: მიუხედავად, პოლიციის არაერთი მოწოდებისა დაეცვათ კანონი, აქციის მონაწილეთა მხრიდან აგრესია უფრო მატულობდა
Next post ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობას“: „სირცხვილია“, „ფრანკლინის კლუბი“ – ეს ლიბერალურ-ფაშისტური ორგანიზაციები იმართება თქვენი მხრიდან, თქვენ აქეზებთ ამ ადამიანებს ძალადობისკენ