არჩილ თალაკვაძე: კარგად გვახსოვს, რა მოხდა 7 ნოემბერს, როდესაც დაარბიეს „ტელეიმედი“ და პრაქტიკულად დააპატიმრეს ტელევიზია და ჟურნალისტები

Read Time:27 Second

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2007 წლის 7 ნოემბერს მოხდა ადამიანის უფლებების ძალიან მძიმე დარღვევები, როდესაც ხელისუფლებამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა და წარმოუდგენელია, რომ ეს მომხდარიყო მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩართულობის გარეშე.

„7 ნოემბერი გვახსოვს და ისიც კარგად გვახსოვს, რა მოხდა ამ დღეს, როდესაც დაარბიეს „ტელეიმედი“, ძალოვნებმა ჩაატარეს რეიდი და პრაქტიკულად დააპატიმრეს ტელევიზია და ჟურნალისტები, შემდეგ კი გადავიდნენ ანტენების დაპატიმრებაზე. ნოემბრის ამ დღეებში ასევე მოხდა ადამიანის უფლებების ძალიან მძიმე დარღვევები, როდესაც ხელისუფლებამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა. წარმოუდგენელია, რომ ეს მომხდარიყო პრეზიდენტის ჩართულობის გარეშე. ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა და გადაბრალება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა
Next post „ლელო“ მედიის გადასახადებისგან 3 წლით გათავისუფლების ინიციატივით გამოდის