არჩილ თალაკვაძე – იმედს გამოვთქვამთ, ოპოზიციაც გამოიჩენს სახელმწიფოებრივ მიდგომას და კონსენსუსი შედგება

Read Time:37 Second

მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ საარჩევნო სისტემის შესახებ შეთავაზებასთან დაკავშირებით ოპოზიცია გამოიჩენს სახელმწიფოებრივ მიდგომას და კონსენსუსი შედგება.

ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საარჩევნო სისტემის შესახებ პოლიტიკური სპექტრისადმი „ქართული ოცნების“ შეთავაზება წარადგინა.

„იმედს გამოვთქვამთ, რომ ოპოზიციაც გამოიჩენს სახელმწიფოებრივ მიდგომას, შედგება კონსენსუსი და ყველა ერთად, მშვიდად განვაგრძობთ ქვეყნის სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას. ამის წინაპირობა კი, ნამდვილად არსებობს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მმართველი გუნდი პარლამენტში მაჟორიტარული მანდატების შემცირების ინიციატივით გამოდის. „პოლიტიკურ სპექტრს ჩვენ ვთავაზობთ ინიციატივას, შევინარჩუნოთ მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ორ მესამედამდე გავზარდოთ პროპორციულობის წილი ამ სისტემაში. ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში, პროპორციული წესით ავირჩევთ 100 დეპუტატს, ნაცვლად 77-ისა, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-დე შემცირდება. შესაბამისად, იქნება 100 პროპორციული მანდატი მომავალ პარლამენტში, თუ ეს შეთანხმება შედგა და იქნება 50 მაჟორიტარული მანდატი“,– განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – ყველა კრიმინალი იქნება დასჯილი, რა შუაშია პოლიტიკა
Next post მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე, 10 175 მასწავლებლობის მსურველიდან ზღვარი მხოლოდ 2 293 პირმა გადალახა