არჩილ თალაკვაძე: თქვენ ხართ ოპოზიცია, რომელსაც 7 თვის განმავლობაში არ გსურდათ ოპოზიციის ფუნქციის შესრულება და დემოკრატია არის ამასთან შეუთავსებელი
არჩევნები პირველ რიგში მოითხოვს მისი შედეგების პატივისცემას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაც თქვენ გააკეთეთ ეს იყო 7 თვის განმავლობაში საპარლამენტო პროცესის ბოიკოტი, არ გამოცხადება და უარი საპარლამენტო პროცესში მონაწილეობა, მაშინ როდესაც ქვეყანას და ჩვენ საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდებოდა ფუნქციური პარლამენტი, თქვენ იდექით ქუჩაში და არ შემოდიოდით პარლამენტში. ამიტომ, დღესაც ჩვენს მოქალაქეებს აღარ სჯერათ, როდესაც თქვენ ითხოვთ კიდევ ერთ არჩევნებს”, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე კონსტიტუციური ცვლილებების განხილვისას.
„დღესაც ჩვენს მოქალაქეებს აღარ სჯერათ, როდესაც თქვენ ითხოვთ კიდევ ერთ არჩევნებს, როდესაც თქვენ კიდევ აძლევთ იმედს, რომ შეგიძლიათ ძალაუფლება გადავინაწილოთ. ვერ გადაინაწილებს ძალაუფლებას ის, ვისაც პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლია. ვერ აიღებს პასუხისმგებლობას ის, ვისაც თავისი შეთანხმებების შესრულება არ შეუძლია და სწორედ თქვენ ხართ აქ წარმოდგენილი, ვინც ეს გააკეთეთ, ვინც უარი თქვით პასუხისმგებლობაზე, ვინც უარი თქვით მონაწილეობაზე, მოატყუეთ თქვენი ამომრჩეველი და თქვენ ხართ ოპოზიცია, რომელსაც 7 თვის განმავლობაში არ გინდოდათ ოპოზიცია, არ გსურდათ ოპოზიციის ფუნქციის შესრულება და დემოკრატია არის ამასთან შეუთავსებელი და სწორედ ამიტომ ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა პირდაპირ გითხრეს, რომ თქვენ ძირს უთხრიდით ქართულ დემოკრატიას და დემოკრატიულ არჩევნებს. ეს აღარ განმეორდება, ჩვენ აღარ მივიღებთ ისეთ ცვლილებებს, რომელიც ხელს შეუშლის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, თანაც ვსაუბრობთ ხალხის წინაშე გამჭვირვალობაზე
ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დეკლარაციები საგადასახადო, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. სახელმწიფო ორგანო ვერ იქნება...
ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! – ვირჩევთ ილია ჭავჭავაძის გზას
"დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! - ჩვენ დღეს ვირჩევთ სუვერენულ, ჭეშმარიტად...
“თქვენი მიზანია პროვოკაცია” – ხმაური პარლამენტში
ხმაურით დაიწყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება. კამათი ოპოზიციონერი...
თამარ ჩიბურდანიძე: პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას
საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში, - ამის შესახებ „ხალხის...
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან
ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის,...
რატომ გამოიყენა მერიამ ტერმინი “არასანქცირებული” ოპოზიციის აქციასთან მიმართებით – მამუკა მდინარაძის განმარტება
რაც არ უნდა იკადრონ, მთავარია, რომ არ არსებობს იმაზე წინ არაფერი, ვიდრე საკუთარი სამშობლო, მამული, ენა სარწმუნოება, - ამის შესახებ...