ოთხშაბათი, იანვარი 21, 2026

არჩილ თალაკვაძე: თქვენ ხართ ოპოზიცია, რომელსაც 7 თვის განმავლობაში არ გსურდათ ოპოზიციის ფუნქციის შესრულება და დემოკრატია არის ამასთან შეუთავსებელი

არჩევნები პირველ რიგში მოითხოვს მისი შედეგების პატივისცემას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაც თქვენ გააკეთეთ ეს იყო 7 თვის განმავლობაში საპარლამენტო პროცესის ბოიკოტი, არ გამოცხადება და უარი საპარლამენტო პროცესში მონაწილეობა, მაშინ როდესაც ქვეყანას და ჩვენ საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდებოდა ფუნქციური პარლამენტი, თქვენ იდექით ქუჩაში და არ შემოდიოდით პარლამენტში. ამიტომ, დღესაც ჩვენს მოქალაქეებს აღარ სჯერათ, როდესაც თქვენ ითხოვთ კიდევ ერთ არჩევნებს”, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე კონსტიტუციური ცვლილებების განხილვისას.

„დღესაც ჩვენს მოქალაქეებს აღარ სჯერათ, როდესაც თქვენ ითხოვთ კიდევ ერთ არჩევნებს, როდესაც თქვენ კიდევ აძლევთ იმედს, რომ შეგიძლიათ ძალაუფლება გადავინაწილოთ. ვერ გადაინაწილებს ძალაუფლებას ის, ვისაც პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლია. ვერ აიღებს პასუხისმგებლობას ის, ვისაც თავისი შეთანხმებების შესრულება არ შეუძლია და სწორედ თქვენ ხართ აქ წარმოდგენილი, ვინც ეს გააკეთეთ, ვინც უარი თქვით პასუხისმგებლობაზე, ვინც უარი თქვით მონაწილეობაზე, მოატყუეთ თქვენი ამომრჩეველი და თქვენ ხართ ოპოზიცია, რომელსაც 7 თვის განმავლობაში არ გინდოდათ ოპოზიცია, არ გსურდათ ოპოზიციის ფუნქციის შესრულება და დემოკრატია არის ამასთან შეუთავსებელი და სწორედ ამიტომ ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა პირდაპირ გითხრეს, რომ თქვენ ძირს უთხრიდით ქართულ დემოკრატიას და დემოკრატიულ არჩევნებს. ეს აღარ განმეორდება, ჩვენ აღარ მივიღებთ ისეთ ცვლილებებს, რომელიც ხელს შეუშლის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რას ყვება რუსკა მაყაშვილი-“არასოდეს, არც ერთი წამით არ მქონდა დაშვებული ჩემს ტვინში, რომ ოჯახი დამენგრეოდა

"არასოდეს, არც ერთი წამით არ მქონდა დაშვებული ჩემს ტვინში, რომ ოჯახი დამენგრეოდა. არის რაღაცები, რაც თავისთავად დაშვებულია, რომ, აი, ოდესღაც გარდავიცვლებით... მაგრამ ცხოვრების ეს ნაწილი, ოჯახის შექმნა, ჩემი გეგმის ნაწილი იყო და ეს გეგმა რომ ჩამოვწერე, 18 წლის ვიყავი. 29 წლის ვიყავი, როცა დავქორწინდი. გათხოვების შემდეგ ერთი კვირის მანძილზე თამარაშვილზე, ჩემს სახლში დავდიოდი, რადგან, ზოგადად, მიჭირს სიახლეების მიღება. განქორწინების გადახარშვაც ძალიან რთული იყო. ახლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს საკუთარ თავზე აღებული, იმაზე მეტი, ვიდრე ვინმეს ჰგონია, ამ ყველაფერზე ხმამაღლა არ ვსაუბრობ.ილია არის 8 წლის, კატო 4 - წლის. ილია არის გენიალური ადამიანი. კატოზე რომ ვიყავი ორსულად, რაღაცნაირი პროტესტი მქონდა მუცელში, მე ისე მიყვარს ილია, ვინ უნდა გაჩნდეს, მასზე მეტად რომ შემიყვარდეს-მეთქი. ძალიან მიყვარს კატო და ილია.სხვამ ვინ? ისევ მე უნდა შემოვუძახო საკუთარ თავს - "ადექი, დროა!" და ასეც ვიქცევი, მაგრამ ზოგჯერ შესვენების პერიოდებიც მაქვს. მაგალითად, ჩემ მიმართ იმხელა "ჰეითი", სიძულვილის ტალღა იყო, რასაც მიჩვეული არ ვიყავი, "იმედში" მუშაობის გამო. სადაც უნდა ვწოლილიყავი და რაც უნდა მეკეთებინა, არასდროს მიგრძნია მანამდე ეს ყველაფერი. ბოლოს ვთქვი, ხალხოო, ჩამოყალიბდით, "ნაცი" ვარ თუ "ქოცი" და მერე მეც გამაგებინეთ-მეთქი. ამ პერიოდს დაემთხვა ოჯახის ამბებიც და ცოტა ხანს ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი.მოვიკითხავ სანდროს, ჩემი მეგობარია აწი უკვე", - ამბობს რუსკა მაყაშვილი ვიკა ბუკიას პოდკასტში.

ირაკლი გოგავა – ბიპოლარული სამყარო დაიშალა, შეერთებული შტატების ჰეგემონია დასრულებულია, ბევრ ორგანიზაციაში ცენტრიდანული აჩქარება არის დაწყებული

დაიშალა ბიპოლარული სამყარო, შეერთებული შტატების ჰეგემონია ასევე დასრულებულია და ცენტრიდანული აჩქარება არის დაწყებული ბევრ ორგანიზაციაში, მათ შორის, გაერო-ში, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.მისივე თქმით, ეკონომიკურ განზომილებაში ლიბერალური დღის წესრიგი სრულდება.„აგერ, ტრამპი გავიდა გაერო-ს მთელი რიგი შვილობილი ორგანიზაციებიდან, ევროკავშირში დაწყებულია ცენტრიდანული აჩქარება და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ სხვადასხვა შეთანხმება განიცდის სერიოზულ კრიზისს. ლიბერალური დღის წესრიგი, მათ შორის, ეკონომიკურ განზომილებაში სრულდება, პოლიტიკური დღის წესრიგი სრულიად განულებულია და დღეს მიმდინარეობს ახალი წესრიგისკენ სვლა. სამწუხაროდ, ეს სვლა არის კონფლიქტებით დახუნძლული და იქნება კონფლიქტებით დახუნძლული”, – განაცხადა გოგავამ.მისი თქმით, ჩვენი, საქართველოს მთავარი ამოცანაა, ამ კონფლიქტებში რომელიმე ბანაკის მხარეს არ აღმოვჩნდეთ.„გავილახებით ან ერთი მხრიდან, ან მეორე მხრიდან, როგორც ადრე დაყოფილა და როგორც ადრე თავს მოგვახვიეს ეს სცენარი“, – განაცხადა გოგავამ.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორი შეიძლება, აღმოჩნდეს ახალი დღის წესრიგი ზოგადად, ირაკლი გოგავამ აღნიშნა, რომ არის რამდენიმე მოდელი, რომელზეც საუბრობენ.„ერთი ეს არის სამპოლუსიანი მოდელი, მეორე ეს არის ოთხპოლუსიანი მოდელი. სავარაუდოდ, იქნება 3+1, ინდოეთი, ჩინეთი, აშშ, რუსეთი, ამ ოთხ პოლუსზე გადალაგდება“, – განაცხადა გოგავამ.

რა ვითარებაა რიკოთზე – ვრცელდება უახლესი ინფორმაცია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უამინდობის გამო, რიკოთის უღელტეხილზე შეზღუდვები დაწესდა.„ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ120-კმ162 (აგარების სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

დონალდ ტუსკი – დათმობა ყოველთვის სისუსტის ნიშანია, ევროპას არ შეუძლია, თავს სისუსტის უფლება მისცეს, არც მტრების და არც მოკავშირეების წინააღმდეგ

ევროპას არ შეუძლია, თავს სისუსტის უფლება მისცეს, არც მტრების და არც მოკავშირეების წინააღმდეგ, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.მისივე თქმით, დათმობა ყოველთვის სისუსტის ნიშანია.„დათმობა ყოველთვის სისუსტის ნიშანია. ევროპას არ შეუძლია, თავს სისუსტის უფლება მისცეს, არც მტრების და არც მოკავშირეების წინააღმდეგ. დათმობა არანაირ შედეგს არ მოიტანს, მხოლოდ დამცირებას. ევროპული გადამწყვეტობა და თავდაჯერებულობა მომენტის აუცილებლობად იქცა“, – წერს ტუსკი. 

“ ასეთი თიფი კი არა, საჩუქარი არ მიმიღია ცხოვრებაში”-სოციალურ შემოქმედებითმა ვიდეოპროექტმა HungryManTV კიდევ ერთი ადამიანი გააბედნიერა.

“ ასეთი თიფი კი არა, საჩუქარი არ მიმიღია ცხოვრებაში”-სოციალურ შემოქმედებითმა ვიდეოპროექტმა HungryManTV კიდევ ერთი ადამიანი გააბედნიერა.HungryManTV (განსაკუთრებით ცნობილი ქართულად „Hungryman – ჰანგრიმენი“) არის პოპულარული YouTube და სოციალური მედიის არხი, რომლის მთავარი მიზანია გასართობი და სოციალურად სტიმულირuvchi ვიდეოების შექმნა სხვადასხვა челენჯებით, გამოწვევებითა და ექსპერიმენტებით, რომლებიც ყოველდღიურ ადამიანებთან და თემებთან მუშაობენ.ამჯერად, ჰანგრიმენი-მ Glovo კურიერი ბიჭი, რომელიც ველოსიპედით მუშაობდა, მოულოდნელად სკუტერით დაასაჩუქრა, როგორც ხელშეწყობის და მხარდაჭერის სიმბოლო — ვიდეოში ჩანს კურიერის განცდა და რეაქცია, რაც სწრაფად ვრცელდება სოციალურ ქსელში და იწვევს პოზიტიურ გამოხმაურებებს.

ბოლო სიახლეები