არჩილ თალაკვაძე: ვინმეს სერიოზულად გჯერათ იმის, რომ ნიკა მელიას ხალხმა შეიძლება ჩუმად შეუგროვოს ფული და შეუტანოს გირაო

Read Time:1 Minute, 17 Second

ვინმეს სერიოზულად გჯერათ იმის, რომ ნიკა მელიას ხალხმა შეიძლება ჩუმად შუგროვოს ფული და შეუტანოს გირაო?! ეს ხომ უბრალოდ აბსურდია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მელიას ადვოკატებს ეს მონაცემები აქვთ.

„ვინმეს სერიოზულად გჯერათ იმის, რომ ნიკა მელიას ხალხმა შეიძლება ჩუმად შუგროვოს ფული და შეუტანოს გირაო?! ეს ხომ უბრალოდ აბსურდია. მათ ადვოკატებს ეს მონაცემები აქვთ. ნიკა მელია და მისი მხარდამჭერი მედიასაშუალებები უკვე რამდენიმე დღეა კამპანიის აგორებას ცდილობენ. როგორც ჩანს ეს არის გირაოს გადახდის წინა სამზადისი. ისინი თავისი გაგებით ამზადებენ საზოგადოებას, თავისი გაგებით, რომ თითქოს წინასწარ თქვან ის, რაც უნდათ, რომ მერე გააკეთონ, წინასწარ ამბობენ იმას, თითქოს საქველმოქმედო კამპანია იქნება და მას შეუგროვებენ გირაოს. ვინმეს სჯერა ამის საერთოდ?

ეს არის პოლიტიკური ჰალუცინაცია, მერწმუნეთ ერთ რამეში, ეს არის სიტუაცია, როცა ნიკა მელია თავისით იღებს გადაწყვეტილებას, ირჩევს გირაოს გადახდას და გარეთ ყოფნას, თუ პატიმრობას. შესაბამისად, მას აქვს საქმე მართლმსაჯულების სისტემასთან და არა რომელიმე პარტიასთან“, – განაცხადა თალაკვაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა დღეს ეწურება.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა: თუ ნიკა მელიას გირაოს გადახდა უნდა, დაექვემდებაროს კანონს და არა მიხეილ სააკაშვილის სურვილებს. მან ასევე აღნიშნა, რომ „სასაცილოა ნიკა მელიას და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სპექტაკლი, თითქოს გავრბივართ, რომ ვიღაც ადამიანი ვიპოვოთ, ვინც გირაოს თანხას შეიტანს“

„პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ ვაპირებ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ასევე აღნიშნა, რომ ვრცელდება ხმები, თითქოს თანხის გადახდას „მითიური მოქალაქე“ აპირებს.

5 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ თუ ნიკა მელია გირაოს არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია: ბოიკოტები და პოლიტიკური ხულიგნობები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს
Next post შალვა პაპუაშვილი: 3 თვის განმავლობაში, ამ პარტიების მიერ აგორებული კამპანია ტყუილზე იყო დაფუძნებული