არჩილ თალაკვაძე: ამ არჩევნებმა პარლამენტში შესვლის შანსი 8 ოპოზიციურ პარტიას და 60 ოპოზიციონერს მისცა, ამიტომ არ აწყობს „ნაცმოძრაობას“ საარჩევნო რეფორმა. მათი მიზანია ოპოზიციაში მონოპოლია შეინარჩუნონ
„ამ არჩევნებმა პარლამენტში შესვლის შანსი 8 ოპოზიციურ პარტიას და 60 ოპოზიციონერს მისცა. ამიტომ არ აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო რეფორმა. მათი მიზანია ოპოზიციაში მონოპოლია შეინარჩუნონ. ნაციონალურ მოძრაობას“ და მის განაყოფებს არ აწყობს არც საარჩევნო რეფორმა და არც პარლამენტში შესვლა იმიტომ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, დღევანდელი კანონმდებლობით, ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და 5%-იანი ბარიერით და თუ “ნაციონალური მოძრაობა” დანარჩენ ოპოზიციას დაბლოკავს, ის ოპოზიციაში მონოპოლიას შეინარჩუნებს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთოდ არ აწყობს, რომ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს წაყვეს საარჩევნო რეფორმაში. „მათ არ აწყობთ არც დღევანდელი მრავალპარტიული პარლამენტი და სხვებთან ოპოზიციური ძალის განაწილება, მათ არ აწყობთ, რომ 8 ოპოზიციური პარტია იყოს პარლამენტში, მათ ერთადერთი მიზანი აქვთ – მონოპოლია ოპოზიციაში, მონოპოლია დეზინფორმაციაზე და მონოპოლია განსხვავებულ აზრზე“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკაში თუ დასაშვებია პოლიციის ძალის გამოყენება, თუ მანიფესტანტები არღვევენ წესრიგს, საქართველოში სხვანაირად მოქმედებს დემოკრატია?
თბილისში მიმდინარე აქციების დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიციის ქმედებების არაერთგვაროვან შეფასებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც...
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
როცა ვლაპარაკობთ დასავლურ გზასა და დასავლურ ინტეგრაციაზე, ჩვენც უნდა ვიყოთ თანასწორუფლებიანი და არა კოლონია, როგორც ეს ვიღაცას წარმოუდგენია სადღაც დასავლეთში....
ნიკა გვარამია: ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება – ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს – ისტორიის სანაგვეზეა
"ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება - ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს - ისტორიის სანაგვეზეა (უკვე)." - ამის...
გიორგი ვოლსკი: გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა
გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რატი ბრეგაძე: ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად წყალი აღარ გაუვა, ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურება
ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად...
პრემიერი: შარლ მიშელთან საუბრისას, გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ პარტნიორები არაერთი შეთავაზების მიუხედავად, გამჭვირვალობის კანონპროექტზე საგნობრივ დისკუსიას თავს არიდებენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, – ამის...