არმაზ ახვლედიანი: არ შეიძლება არ გვიხაროდეს და მადლიერი არ ვიყოთ იმისთვის რომ თავად სახალხო დამცველი და მისი აპარატი სამართლის, კანონის და საქართველოს ერთგულებით იქცევიან და იღებენ გადაწყვეტილებებს

Read Time:50 Second

akv„საქართველოში ისე ცოტა დარჩა ისეთი სივრცე, რომელსაც შეიძლება დამოუკიდებელი უწოდო, დამოუკიდებელი პოლიტიკისგან, დამოუკიდებელი კონიუქტურისგან, დამოუკიდებელი უარყოფითი გავლენებისგან. არ შემიძლია განსაკუთრებულად არ ავღნიშნო, რომ საბედნიეროდ, ერთი-ორი ასეთი ინსტიტუცია საქართველოში ჯერ კიდევ დაგვრჩენია. აქა-იქ ყველგან, სასამართლოშიც, პროკურატურაშიც, პარლამენტშიც და ყველგან, ნებისმიერ ინსტიტუტში, მოიძებნება არაერთი წესიერი და პროფესიონალი ადამიანი, მაგრამ როდესაც სისტემა არსებითად არის დაზიანებული ერთი-ორი ადამიანის პატიოსნება და წესიერება საქმეს ვერ შველის ვერც ერთ დროში და ვერც ერთი ხელისუფლების დროს. ამიტომაც, განსაკუთრებულად აღსანიშნავია, რომ ჩვენ საქართველოში დღეს გვაქვს სახალხო დამცველის ინსტიტუტი. არ შეიძლება არ გვიხაროდეს ამ ინსტიტუტის არსებობა. არ შეიძლება არ გვიხაროდეს და მადლიერი არ ვიყოთ იმის გამო, რომ თავად სახალხო დამცველი, მისი აპარატის თანამშრომლები ასე მონდომებით, ასე ერთგულად, სამართლის, კანონის და საქართველოს ერთგულებით, იქცევიან და იღებენ გადაწყვეტილებებს. ვფიქრობ, მათ შორის, ამის ნათელი დასტური იყო გადაწყვეტილებები, რეკომენდაციები, განცხადებები, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთდა, იმიტომ რომ ის, რაც ხდებოდა მასთან მიმართებაში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მისი უფლებების ასე ფეხქვეშ გათელვა, ვფიქრობ არის წარმოუდგენელი, სამარცხვინო ლაქა ჩვენ თანამედროვე, ქართულ ისტორიაში“, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა დღითიდღე მცირდება, გუშინდელი აქციაც იყო ამის ერთ-ერთი დასტური
Next post ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ლაშა შავდათუაშვილი და ილია სულამანიძე სეზონის შემაჯამებელი დაჯილდოების ნომინაციებში წარადგინა