არის თუ არა შოვში ეპიდემიის გავრცელების საფრთხე

Read Time:1 Minute, 0 Second

შოვში, სტიქიიდან ექვსი დღის შემდეგ და მაღალი ტემპერატურის ფონზე, ჩნდება კითხვები სტიქიის ზონასა და მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლო ეპიდემიოლოგიური საფრთხის გაჩენის შესახებ. მით უმეტეს, რომ ადგილობრივების ინფორმაციით, 3 აგვისტოს წამოსულმა მეწყერმა და ღვარცოფმა ქვეშ მოიყოლა საქონელიც.
სამძებრო ღონისძიებების დროს, მაშველებს დახოცილი მსხვილფეხა საქონელი ამოჰყავთ.

რა შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს შოვსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ეპიდემიოლოგიური საფრთხე?

სტიქიის ზონასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფექციის გავრცელების წყარო, პირველ რიგში, წყალია. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გვიხსნის, რომ იმ შემთხვევაში, თუკი დამეწყრილ ტერიტორიას კავშირი აქვს იმ წყლებთან, რომლებსაც მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა გამოიყენებს, მაშინ არსებობს სხვადასხვა ნაწლავური ინფექციის გავრცელების საშიშროება და ამიტომ ტერიტორია მაქსიმალურად დროულად უნდა გასუფთავდეს:

„რა თქმა უნდა, არსებობს რისკი, რომ, მაგალითად, საქონლის ლეშიდან სხვადასხვა ინფექცია გავრცელდეს. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუკი, მაგალითად, მათ ექნება კონტაქტი იმ წყალთან, რომელსაც მოსახლეობა გამოიყენებს და ან ეს წყალი უკავშირდება იმ რეზერვუარებს, საიდანაც მოსახლეობა წყლით მარაგდება. მასშტაბსა და რისკებზე საუბარს მხოლოდ მაშინ შევძლებთ, თუკი გვეცოდინება, არის თუ არა მეწყრისგან დაბინძურებული ტერიტორია დაკავშირებული იმ წყლებთან, რომელსაც მოსახლეობა გამოიყენებს“.

ალექსანდრე გოგინავა ამბობს, რომ წყლის დაბინძურების შემთხვევაში, არსებობს ისეთი ბაქტერიების გავრცელების რისკი, რომლებიც იწვევენ ნაწლავურ ინფექციებს.

რაც შეეხება წყლის მიღმა ანუ ტრანსმისიურ, მწერების მიერ ინფექციის გავრცელების საფრთხეს, რისკი დაბალია, რადგან ინფექციონისტის თქმით, ისეთი ინფექციური დაავადებები, რომლებიც მწერის ნაკბენით ვრცელდება, ამ ეტაპზე რაჭაში არ გვხვდება

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შოვში, სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ამ დროისთვის აღმოჩენილია 19 ცხედარი და 14 პირს ეძებენ
Next post ირაკლი ქარსელაძე: დადგინდა, რომ დაკარგულთა სიაში პირის არასწორი სახელი და გვარი იყო შეყვანილი, თავად ამ პირმა განაცხადა, რომ საერთოდ არ ყოფილა შოვის ტერიტორიაზე