არის თუ არა სტუდენტური პროტესტი ,,სტუდენტური’’ ?( იხილეთ ფოტომასალა )

Read Time:52 Second

10 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
სტუდენტური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის შედეგად, უნივერსიტეტის მიერ
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაშავდნენ აკადემიური და
ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები.
საზოგადოების განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია კადრებმა, სადაც ზუსტი და
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ რამაზ ხომერიკს
აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით მიათრევენ.
ჩვენი სააგენტოს რედაქცია იზიარებს და კარგად ხედავს იმ სოციალურ პრობლემებს,
რომელიც დღეს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ.  ასევე,
ვფიქრობთ, ყველა თანხმდება იმ საკითხზე, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს
შესაბამისი მასშტაბის ღირსეული სტუდენტური საცხოვრებელი. ხოლო თუ
სტუდენტების უფლებების დაცვის საქმეში თავად სტუდენტებიც ჩაერთვებიან,
მიგვაჩნია, რომ ასეთი პროცესი მისასალმებელია.
მაგრამ… განვითარებული ძალადობრივი მოვლენების ფონზე ისმის კითხვა, რეალურად
არის თუ არა საპროტესტო მოძრაობა სტუდენტური? მკითხველს ამასთან
დაკავშირებით ჩვენი წყაროს მიერ გამოგზავნილ ფოტომასალას ვუზიარებთ. ფოტოებზე
კარგად ჩანან არც თუ ისე სტუდენტური ასაკის, კარგი ფიზიკური მომზადების მქონე
ადამიანები, რომლებიც 10 ივნისის საპროტესტო აქციაზე განსაკუთრებით
აქტიურობდნენ. წყაროს ინფორმაციით აქციაზე მყოფი გარეშე პირებიდან ორი მათგანი
ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არიან.
სწორედ, ძალადობრივი მეთოდების გამოყენებისა და აღნიშნული კადრების ნახვის
შემდეგ ჩნდება, ვფიქრობთ, ლეგიმიტიმური კითხვა: ვინ და რას აპროტესტებს
უნივერსიტეტში? არის თუ არა სტუდენტური პროტესტი ,,სტუდენტური’’. იხილეთ
ფოტომასალა:

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კელი დეგნანი – მინდა, ვიხილო ქართველები, რომლებიც მისდევენ თავიანთ მოდელს „ძალა ერთობაშია“, ეს არის ის, რაც ახლა საჭიროა
Next post კელი დეგნანი: მე არავინ ვიცი საქართველოში, ვისაც სურს, რომ ქვეყანა იყოს ომში ჩართული