“არა რუსულ კანონს”, “არა რუსულ ოცნებას” – აქციის მონაწილეებმა “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლეს

Read Time:22 Second

აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან მსვლელობით „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლეს.

შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

პროტესტის მონაწილეებს მიტანილი აქვთ პლაკატები წარწერით: „არა რუსულ კანონს“, „არა რუსულ ოცნებას“.

აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისთან ახლოს მისვლას ითხოვენ, რის საშუალებასაც მათ ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები არ აძლევენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ოფისთან მიახლოება სურთ, რათა უკეთ გააგონონ პროტესტის ხმა „ქართულ ოცნებას“.

შსს-ს წარმომადგენლების განცხადებით, სამართალდამცველებს გაკეთებული აქვთ კორდონი ექსცესების თავიდან ასაცილებლად და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ძლიერი სეტყვა კახეთში – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში
Next post VIDEO: ილია ჭავჭავაძეს ციტატა გაუყალბეთ… სარწმუნოება ერთობით რატომ შეცვალეთ? – შაკო კუჭაშვილი ამიკო ნატრიაშვილს