არასწორია, ცესკოს და საკრებულოების საქმიანობის ერთმანეთთან დაკავშირება – ცესკო

Read Time:38 Second

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, მათ წინააღმდეგ დისკრედიტაციის შემცველი ინფორმაცია ვრცელდება.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვეხმიანებით მანიპულაციურ და დისკრედიტაციულ ინფორმაციას, რაც დღეს მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციის და ცესკოს თავმჯდომარის მიმართ ვრცელდება სხვადასხვა საინფორმაციო წყაროების საშუალებით.

გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ არასწორია, ცესკოს და საკრებულოების საქმიანობის ერთმანეთთან დაკავშირება. ცესკო საკუთარ გადაწყვეტილებებში არის დამოუკიდებელი, საჯარო  ინსტიტუტი, კოლეგიური ორგანო, რომელიც სხდომებზე ღებულობს გადაწყვეტილებებს კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით. 25 ნოემბრის სხდომას, სადაც გადაწყდა საკრებულოების პირველი სხდომების 3 დეკემბერს გამართვა, 15 კომისიის წევრი ესწრებოდა (17-დან) და განკარგულებას მხარი დაუჭირა კომისიის 14-მა წევრმა. ცესკოს არც ერთ წევრს შენიშვნა და მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს,”- ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

ოპოზიცია ცესკოს ადანაშაულებს იმაში, რომ საკრებულოების პირველი სხდომების გამართვის თარიღი უფრო ადრე შეიძლებოდა დანიშნულიყო, ამ გადაწყვეტილებით კი 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცება ძველი შემადგენლობის საკრებულოებმა შეძლეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბადრი ჯაფარიძე – ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე გადის, დანარჩენ ნაწილში ეს არის გიგა ბოკერიას პოზიცია
Next post კომუნიკაციების კომისია – ჩვენი თანამშრომლების მიმართ მუქარა და ბულინგი კანონის აღსრულებას ხელს ვერ შეუშლის