ანჯეი დუდა – საქართველო მიწვეული უნდა იყოს ნატო-ში სახელმწიფოს მეთაურის დონეზე, შედგეს ნატო-საქართველოსა და ნატო-უკრაინის შეხვედრაც, რათა ვაჩვენოთ, რომ ეს ქვეყნები არ მიგვიტოვებია

Read Time:46 Second

რუსეთმა დამატებითი ძალები განალაგა ბელარუსში. თუ ეს სამხედროები დარჩებიან ბელარუსში და სამშობლოში არ დაბრუნდებიან, ეს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას მნიშვნელოვნად შეცვლის, რადგან შეგვეძლება, ვთქვათ, რომ რუსეთი კიდევ ერთ სამხედრო ოლქს ამატებს, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად დღეს გამართულ ბრიფინგზე.

პოლონეთის პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა.

„ნატო-ს მადრიდის სამიტამდე საჭიროა, გაიმართოს ნატო-უკრაინისა და ნატო-საქართველოს შეხვედრები. ეს შევთავაზე გენერალურ მდივანს. მე ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს. ვიდრე პეკინში ჩავიდოდი, თბილისში გავჩერდი. ვისაუბრე უსაფრთხოების სიტუაციაზე, დავინტერესდი მისი ხედვითა და შეფასებით. მე მჯერა, რომ საქართველო უნდა იყოს მიწვეული ნატო-ში სახელმწიფოს მეთაურის დონეზე და უნდა შედგეს ნატო-საქართველოსა და ნატო-უკრაინის შეხვედრაც ამავე დონეზე, რათა მოვახდინოთ სოლიდარობის დემონსტრირება ამ ქვეყნების მიმართ, ვაჩვენოთ, რომ ეს ქვეყნები არ მიგვიტოვებია. ეს ქვეყნები ყოველთვის ლოიალურები იყვნენ ალიანსის მიმართ და ჩვენც უნდა ვაჩვენოთ, რომ ნატო-ს ისინი ახსოვს. ეს მნიშვნელოვანია ნატო-ს სანდოობისთვის“, – განაცხადა დუდამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე: რემდესივირი პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი ანტივირუსული მედიკამენტია, რომელიც ოფიციალურად არის რეკომენდებული COVID-19-ის სამკურნალოდ
Next post იენს სტოლტენბერგი – აღმოსავლეთ ევროპაში საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად, ნატო უფრო გრძელვადიან სამხედრო პოზიციას განიხილავს