რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ბირთვული ომის შესაძლებლობა არ გამორიცხა და აღნიშნა, რომ მოვლენების შემზარავი განვითარება ჯერ კიდევ შესაძლებელია.
„რუსეთის ბირთვული ძალების მზადყოფნის დონის ამაღლება შემზარავი მოვლენაა. ბირთვული კონფლიქტის პერსპექტივა, რომელიც ოდესღაც წარმოუდგენელი იყო, ახლა ისევ შესაძლებლობის ფარგლებშია“, – აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში კონფლიქტი დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს.
„დროა შეწყდეს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გაჩაღებული საშინელება და დიპლომატიისა და მშვიდობის გზაზე გავიდეთ. მშვიდობის მოწოდებები უნდა მოისმინონ. ეს ტრაგედია უნდა შეწყდეს“, – აღნიშნა გუტერეშმა.