ანრი ოხანაშვილი: წინასაარჩევნოდ უცხო ქვეყნის მხრიდან აგიტაციაში ჩართულობის პრევენციისთვის პროპორციული სანქციების შემოღება იგეგმება

Read Time:33 Second

საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით და ოკუპაციის პირობებში, ქვეყანაში წინასაარჩევნოდ არ ხდებოდეს უცხო ქვეყნის მხრიდან აგიტაციაში ჩართულობა, – ამის შესახებ კაჭრეთში მმართველი გუნდის, საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ „ქრონიკას“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

„წინასაარჩევნოდ უცხო ქვეყნის მხრიდან აგიტაციაში ჩართულობა იწვევს მთელ რიგ პრობლემებს, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს. რაც აქამდეც აკრძალულია და ითვლება, რომ დარღვევაა წინასაარჩევნო კამპანიაშია აგიტაციის გაწევა. არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ ამ საკითხის ადმინისტრირება უფრო კარგად უნდა განხორციელდეს. საია-ს დასკვნის თანახმად, რომელიც 2018 წელს მომზადდა, ამ საკითხზე დღეს მოქმედი სანქცია არაა საკმარისი. ამიტომ, კანონპროექტი დავაინიცირეთ, არის შენიშვნები, თუმცა უფრო პროპორციული სანქციის დაწესების შემთხვევაში შეგვიძლია ეს პროექტი უფრო დავხვეწოთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი იონათამიშვილი: ევროკავშირმა გირაოს გადახდით დაადასტურა, რომ მელიას მიმართ სამართლებრივი საქმე სწორი იყო და მას პოლიტპატიმარად არ აღიქვამს
Next post დავით ზალკალიანი: საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების შეთანხმება კარგი შესაძლებლობაა ჩვენს მეგობრულ სახელმწიფოებს შორის კავშირების გაძლიერებისთვის