ანრი ოხანაშვილი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით ინფორმაცია სრულად უნდა გავასაჯაროოთ

Read Time:38 Second

ის ინფორმაცია, რომელიც იუსტიციის საბჭოდან შემოვიდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით, სრულად უნდა გავასაჯაროოთ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოების ყველა წევრს, ვინც დაინტერესებულია ამ საკითხით, უნდა ჰქონდეს სრული წვდომა ამ ინფორმაციაზე. „ჩვენი მოვალეობაა, ვიყოთ ამ პროცესში ჩართული და მივიღოთ მონაწილეობა. უნდა შევასრულოთ ჩვენი ამომრჩევლის ნება“,- აღნიშნა ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, კომიტეტი ორ კანდიდატს გოჩა აბუსერიძეს და გიორგი გოგიაშვილს გაესაუბრება.

პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.

იურდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 10 ივლისს დასრულდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე შსს-მ კიდევ 3 ადამიანი დააკავა
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ეკონომიკის ზრდა მაქსიმალურად შეეხება ჩვენს მოსახლეობას და ეს არ იქნება მხოლოდ ერთეულებისთვის