როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ მძიმე პროვოკაციებს ამზადებს. ამის გამოხატულება იყო იგივე მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული თუ მათთან კავშირში მყოფი პირის მძიმე ბინძური შეურაცხყოფა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ტყუილებს და დეზინფორმაციას ავრცელებს.
„როგორც ჩანს, ეს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო, არ ვიცი ამით რისი მიღწევა სურთ. ფაქტი ერთია, „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს ტყუილებს, დეზინფორმაციას. როგორც ჩანს, მძიმე პროვოკაციებს ამზადებენ და ამის გამოხატულება იყო იგივე მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული თუ მათთან კავშირში მყოფი პირის მძიმე ბინძური შეურაცხყოფა. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თუ ვინმე გაბედავს და მსგავს რამეს იკადრებს, კანონის სრული დაცვით ყველას გაეცემა პასუხი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
გიორგი ფარცვანია, რომელმაც მამუკა მდინარაძისათვის პროვოკაციის მოწყობა სცადა, წარსულში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების ბრალდებით არის გასამართლებული.