ანრი ოხანაშვილი – ნიკა მელიას ადვოკატი რა შოუს დადგამს, ჩემი ინტერესის საგანი არ არის

Read Time:42 Second

რა სამართლებრივი პროცედურები განხორციელდება ბრალდებულ ნიკანორ მელიასა და სამართალწარმოების განმახორციელებელ პროკურატურას შორის, რა შოუს დადგამს და ინსცენირებას მოაწყობს ადვოკატი, ამაზე მე არ უნდა ვიმსჯელო და არც არის ჩემი ინტერესის საგანი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებები არასერიოზულია.

„არ ვიცი რა სარჩული აქვს ამას და რა სპექტაკლის მცდელობაა ვერ გეტყვით. ეს არის სამართალწარმოების პროცესი, რომელთან მიმართებაშიც შეფასებას ვერ გავაკეთებ პროკურატურა რას გააკეთებს. მელია გადაიხდის თანხას თუ არ გადაიხდის, ეს არ არის ჩემი შესაფასებელი და არც არანაირი ინტერესის საგანი. რა სამართლებრივი პროცედურები განხორციელდება ბრალდებულ ნიკანორ მელიასა და სამართალწარმოების განმახორციელებელ პროკურატურას შორის, რა შოუს დადგამს და ინსცენირებას მოაწყობს ადვოკატი, ამაზე მე არ უნდა ვიმსჯელო და არც არის ჩემი ინტერესის საგანი. ეს არის ერთი კონკრეტული ბრალდებულის, პროკურატურის და დაცვის მხარის საქმე, თვითონ უნდა მოგვარდნენ რა უნდათ და როგორ უნდათ ვერავინ შევა ამ შეფასებაში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ გივი ჭიჭინაძე აირჩიეს #1TVSPORT
Next post როგორია კორონავირუსით გარდაცვალების მონაცემები 30 მარტის მდგომარეობით