ანრი ოხანაშვილი: დროა, ევროპამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას, წერტილი დაუსვას რადიკალების პოლარიზაციის მცდელობას საქართველოში და დამსახურებაზე დაფუძნებით, ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს

Read Time:35 Second

ჩვენ სამართლიან გადაწყვეტილებას ველოდებით, ჩვენს ქვეყანას ერთადერთი გზა აქვს, ეს არის ევროინტეგრაცია, რომელიც აირჩია ხალხმა და ამ გზას მიჰყვება საქართველოს ხელისუფლება, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ამის დასტურია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ევროპული პოლიტიკა კეთდება და სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება, ჩვენი გუნდის ლიდერები წარმოდგენილები იყვნენ და თითოეული მათი შეხვედრა ეყრდნობოდა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროგრესს და იმას, რომ საქართველო სამართლიანად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ევროინტეგრაციის გზაზე ყველაფერს აკეთებს.

„ახლა სამართლიანი შეფასების მოლოდინი გვაქვს. სტატუსი ჩვენ აქამდეც უნდა მიგვეღო, ეს თავად ევროპულმა სტრუქტურებმაც დაადასტურეს. დროა, ევროპამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, წერტილი დაუსვას რადიკალების პოლარიზაციის მცდელობას საქართველოში და დამსახურებაზე დაფუძნებით ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მოანიჭოს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე: ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებაა, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მმართველი პარტიის თავმჯდომარისა და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტების დაკნინებას ცდილობ
Next post ლევან გიგინეიშვილი: აბსურდია ილაპარაკო, რომ საქართველოს მთავრობა პრორუსულია