ანრი ოხანაშვილი – გვექნება კონსულტაციები ჯერ გუნდში, შემდეგ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რათა დავაახლოოთ პოზიციები და ავირჩიოთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრები

Read Time:1 Minute, 37 Second

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გვექნება შესაძლებლობა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს მოვუსმინოთ. პრაქტიკულად, დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან საკომიტეტო მოსმენის ბოლო დღეა. მოგვიწევს, დავასრულოთ მოსმენები, ხოლო ამის შემდგომ გვექნება კონსულტაციები ჯერ გუნდში და შემდეგ, პოლიტიკურ ჯგუფებთან, რათა შევძლოთ და დავაახლოოთ პოზიციები, რადგან ყველამ ერთად მოვაგროვოთ 90 ხმა და ამ 90 ხმით ავირჩიოთ შესაბამისი წევრები, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, კენჭისყრის პროცედურები, სავარაუდოდ, ამ კვირაში ჩატარდება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დაისვას ყველა ის შეკითხვა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ პასუხები და ამით შევიქმნათ სრული წარმოდგენა თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, თვალყური მიადევნოს პირდაპირ ეთერში საკომიტეტო სხდომას და თითოეული კანდიდატის მოსმენას და ჩვენ ვიხელმძღვანელებთ იმ კრიტერიუმებით, როგორიც არის დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი, ობიექტურობა, ვინაიდან ამ კრიტერიუმებით უნდა ხელმძღვანელობდეს საბჭოს არამოსამართლე წევრი, ის უნდა ასრულებდეს კეთილსინდისიერად, კვალიფიციურად მასზე დაკისრებულ, ძალიან მნიშვნელოვან მოვალეობებს. ვგეგმავთ, ამ კვირაში ჩავატაროთ კენჭისყრები. გვჭირდება რამდენიმე დღე, რომ, პირველ რიგში, გუნდის შიგნით გვქონდეს კონსულტაციები პოლიტიკურ ჯგუფებთან. მოსმენების დასრულების შემდეგ, თითოეული კანდიდატის შესახებ გვექნება სრული სურათი და ეს დაგვეხმარება კონსულტაციებში. ამ კვირაში ვგეგმავთ კენჭისყრის პროცედურებს და ეს საკითხი უკვე პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კითხვას იმის შესახებ, ხედავს თუ არა პრობლემას, რომ კანდიდატები ე.წ. გავლენიან ჯგუფზე საუბრობენ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ „ეს ზოგადი შეფასებები ბევრს არაფერს ნიშნავს, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ჩანს, ზოგიერთ დაინტერესებულ პირს აქვს კონკრეტული დღის წესრიგი“.

„ამას ჩემი ახსნა არ სჭირდება. ყველამ კარგად იცის, რომ საბჭო კოლეგიური ორგანოა, რომელიც შედგება მოსამართლე და არამოსამართლე წევრებისგან. კამერების წინ როდესაც პასუხს ვინმე არ სთხოვს, საუბარი ადვილია ზოგიერთი დაინტერესებული პირისთვის, თუმცა, როდესაც ჩვენ ვსვამთ შეკითხვებს, რამდენად მიუკერძოებლები არიან ისინი შეფასებებში, რამდენად ობიექტურად აფასებენ კონკრეტულ მოცემულობას, იქ უკვე პასუხებიდან იკვეთება მათი მიუკერძოებლობა. ამას საზოგადოება აფასებს და ჩვენც გვაქვს შესაძლებლობა, დასკვნები და შეფასებები გავაკეთოთ. ეს ზოგადი შეფასებები ბევრს არაფერს ნიშნავს, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ჩანს, ზოგიერთ დაინტერესებულ პირს აქვს კონკრეტული დღის წესრიგი. გვაქვს შესაძლებლობა, მათ შორის ის ადამიანები, ვინც კონკრეტულ საკითხებს სვამენ, მოვისმინოთ ამ ადამიანებისგან მტკიცებულებით, არგუმენტებით და გამოჩნდბეა მათი სანდოობაც“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღე
Next post ბათუმში, რესტორან „ვოქსში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანების ან განადგურებას მუხლით დაიწყო