ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის საკითხზე მხარეები სავარაუდოდ, ორშაბათს შეთანხმდებიან

Read Time:1 Minute, 8 Second

„ქართული ოცნება” შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებებისა და შეთანხმების ერთგული რჩება. საუბარია, რომ ოპოზიციურ პარტიებს უნდა ჰყავდეთ მოადგილე, ეს იქნება გარანტირებული, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით უმრავლესობისა და ოპოზიციის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ოხანაშვილის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში პოზიციები კიდევ უფრო დაახლოვდა.

„ჩვენი ამოსავალი პრინციპია, რომ მალე დავასრულოთ ეს მოლაპარაკებები, გადავიდეთ საკომიტეტო მოსმენაზე და დამატებით, შინაარსობრივ საკითხებზე მსჯელობა გავაგრძელოთ კომიტეტის ფარგლებში. რაც შეეხება მოადგილის საკითხს, ამასთან მიმართებაში ჩვენ ვერსიად განვიხილეთ ის, რომ შესაძლებელია იყოს ორი მოადგილე, აქაც საკითხი დგას ისე, რომ ერთი იყოს პროფესიული ნიშნით შერჩეული, უფრო მეტი კვალიფიკაციის და ერთი იყოს ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების მიერ წარდგენილი. მოვალეობის შესრულების საკითხი ისევ დგას ობიექტურ კრიტერიუმზე, რომ მოვალეობის შემსრულებელი უნდა იყოს პროფესიული ნიშნით შერჩეული ადამიანი. ამ საკითხთან დაკავშირებით კონტრარგუმენტი არ არსებობს, ვერავინ იტყვის კონტრარგუმენტს თუ რატომ არ უნდა იყოს ეს ასე. ამიტომ, სხვა საკითხთან დაკავშირებით უკვე დეტალები და ნიუანსებია,სადაც შეთანხმების მიმართებით წინ წავიწიეთ”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე დარჩა ძალიან ბევრი კომპლექსური საკითხი, რომელსაც სჭირდება დამატებითი მსჯელობა საკომიტეტო ფარგლებში.

„შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებები რაც არის, „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმების ერთგული რჩება. საუბარია, რომ ოპოზიციურ პარტიებს უნდა ჰყავდეთ მოადგილე, ეს იქნება გარანტირებული. მოვალეობის შემსრულებელი ვინ უნდა იყოს ცესკო-ს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, უნდა იყოს პროფესიული ნიშნით შერჩეული, ეს კრიტერიუმები ისევ ძალაშია. ვფიქრობ, რომ ამ კრიტერიუმებს დავტოვებთ ისევ ძალაში და არ იქნება სპეკულაციები. დანარჩენს უკვე გავიტანთ საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შვიდთვიანი უსაგნო ჯანჯღარიდან რამე მაინც ვისწავლოთ, შევეშვათ “განცდებს”, “აღქმებს”, “შთაბეჭდილებებს” და ვისაუბროთ ფაქტებით და მტკიცებულებებით“- შალვა პაპუაშვილი „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაზე
Next post ამირან გამყრელიძე: საქართველო „სინოფარმის“ ვაქცინის კიდევ 100 ათას დოზას უსასყიდლოდ მიიღებს, ხოლო 500 ათას დოზას შეიძენს