ანზორ მელია – დიახ, მე ვარ ზუგდიდის მერობის მოხუცი კანდიდატი, მე თქვენ დაგანახებთ, როგორი მოხუცი ვარ, ბევრ ახალგაზრდას ვჯობივარ
არ შეიძლება, ბოღმის ენით, შურის ენით, სიძულვილის ენით მთავრობა გველაპარაკებოდეს ჩვენ, მეგრელ ხალხს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, ანზორ მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს არის ჩვენი დაცინვა, ეშლებათ. მეგრელებისთვის ოჯახია სიამაყე, მეგრელს ოჯახს როცა გაულანძღავ, არ აქვს მნიშვნელობა, ის ვისი ოჯახია, ისინი საპირისპიროდ მოქმედებენ მერე. მადლობა ზუგდიდელებს, რადგან პირველ ტურში გამამარჯვებინეს“, – განაცხადა ანზორ მელიამ.
ანზორ მელიამ ხელისუფლებას მიმართა და წინასაარჩევნოდ სიძულვილის ენის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„მთავრობას მივმართავ, ძალიან გთხოვთ, შეინარჩუნეთ ადამიანური სახე, ნუ ილანძღებით, თქვენ დღეს ხართ, მაგრამ ხვალ არ იქნებით. თქვენმა შვილებმა ბედნიერ საქართველოში უნდა იცხოვრონ და ჩვენ, ვინც ვართ აქ, სამეგრელოს მერობის კანდიდატები, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გარდავქმნათ ეს ქვეყანა. თქვენი ბოგინი უნდა დამთავრდეს“, – განაცხადა ანზორ მელიამ.
ზუგდიდის მცხოვრებლებისადმი მიმართვისას ანზორ მელიამ აღნიშნა, რომ ბევრ ახალგაზრდაზე მეტის გაკეტება შეუძლია ქალაქისთვის.
„დიახ, მე ვარ ზუგდიდის მერობის მოხუცი კანდიდატი, მაღურალიო – მერიაში ამბობენ. მე თქვენ დაგანახებთ, როგორი მოხუცი ვარ, ბევრ ახალგაზრდას ვჯობივარ და კიდევ დიდხანს, დიდხანს დიდ სიკეთეს გავაკეთებ ჩემი ქალაქისთვის“, – განაცხადა ანზორ მელიამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების მობილიზებაა საჭირო, რომ არ დავუშვათ პროვოკაციები ქვეყანაში
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და პარტიის რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და...
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს – მიზანმიმართულად ხელის შემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუკის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ...
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა: „ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ რა დაწერა:...
ირაკლი ხელაძე – როგორც ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა სიკეთეს ამ ქვეყნისთვის, იმავე წარმატებით უშავებდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს
თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ხელაძემ საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა....
გურამ მაჭარაშვილი – არასამთავრობო სექტორი 20 წელია, არსებობს, საქართველო – სამი ათასი წელი, ამიტომ თავიანთი მუქარა თუ ტონი თავისთვის შეინახონ
არასამთავრობო სექტორი 20 წელია, არსებობს და საქართველო – სამი ათასი წელი, ამიტომ თავიანთი მუქარა თუ ტონი თავისთვის შეინახონ, – ამის...
მიხეილ სააკაშვილი ლაზარე გრიგორიადისზე: ჩემთვის გამაოგნებელია მისი მსჯელობის სიმწიფე – ნამდვილად ძალიან ბევრ პოლიტიკოსს ჩაგვისვამს ჯიბეში
ლაზარეს შემთხვევაში ივანიშვილის სპეცსამსახურებს აშკარად დიდი ჩავარდნა მოუვიდათ.- ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს: “ლაზარეს...