ანდრია ჯაღმაიძე: სამი წელი ველოდებით, რომ აზარტული თამაშების აკრძალვის კანონპროექტის კანონად ქცევის პროცესი დაიწყებოდა

Read Time:1 Minute, 17 Second

სამი წელი ველოდებით, რომ აზარტული თამაშების აკრძალვის კანონპროექტის კანონად ქცევის პროცესი დაიწყებოდა, ახლა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თითქმის სრულად აისახა ის პუნქტები და ინიციატივები რაზეც სამუშაო ჯგუფი მუშაობდა, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

„მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, სამების ლავრის ახალგაზრდულ ცენტრში დრო და დრო, ყველაზე უფრო აქტუალურ საკითხებს განვიხილავდით, კონფერენციის სახე ჰქონდა ამას, ვიწვევდით არასამთავრობო ორგანიზაციებს, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს. მათ შორის იყო თემები ნარკოტიკებთან დაკავშირებით, ჭარბი საკრედიტო ტვირთის შესახებ, რაც მოსახლეობას ჰქონდა, მაშინ ძალიან გავრცელებული იყო ეს სწრაფი სესხები და ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ხალხი და მათ შორის ერთ-ერთი საკითხი იყო აზარტული თამაშების საკითხი, სადაც მოწვეულნი იყვნენ სპეციალისტები, ხალხი, რომელიც ამაში ჩართული და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. დღევანდელი ფინანსთა მინისტრი, ბატონი ლაშა მაშინ მინისტრის მოადგილე იყო. ჩვენდა სასიხარულოდ, მან გვითხრა, რომ კანონპროექტზე მუშაობა დაწყებულია და იქვე მოვილაპარაკეთ, რომ ჩვენც ჩავერთვებოდით ამაში და როგორც გითხარით, წელიწადი, წელიწადნახევარი გრძელდებოდა მუშაობა, მუშა ჯგუფი ვხვდებოდით ხან საპატრიარქოში, ხან ფინანსთა სამინისტროში. ჩვენ მოვიძიეთ სტატისტიკა, ფსიქოლოგების დასკვნები.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო 25 წლიანი ზღვარი. ძალიან დიდი და ხანგრძლივი ბრძოლა დაგვჭირდა იმისთვის, რომ დაგვესაბუთებინა, რომ 25 წლიანი ზღვარი მაინც აუცილებელია, თუმცა იდეალურ ვითარებაში ვისურვებდით, რომ საერთოდ ადამიანები არ იყვნენ ამით დაკავებულები და რეალური საქმით იყვნენ დაკავებულები, ვიდრე გემბლინგში იყვნენ ჩართულები, მაგრამ დღეს ეს მოცემულობაა, ამაზეც მადლობელი ვიქნებოდით. მე არ ვიცი, რა მექანიზმია, რა აბრკოლებდა იქ ამას, მაგრამ კანონპროექტი ბევრჯერ იყო გამზადებული გასატანად და არ ხერხდებოდა ამისი გატანა. მთელი სამი წელი ველოდებით, რომ ამ კანონპროექტის კანონად ქცევის პროცესი დაიწყებოდა. ახლა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თითქმის სრულად აისახა ის პუნქტები, ინიციატივები რაზეც მუშაობდა მაშინ ეს ჯგუფი“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი მამა გახდა
Next post ბადრი ჯაფარიძე – ჩვენ ახლა პოლიტიკური დევნის სეზონი გვაქვს