ანდრია გვიდიანი: 25.8%-იანი ეკონომიკური ზრდა გამოწვეულია ფუნდამენტური ფაქტორების მკვეთრი გაუმჯობესებით
წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მაისში ეკონომიკის მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 25.8% შეადგინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იანვარ-მაისში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 11.5%-ს გაუტოლდა. საკითხთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის აღდგენის მსგავსი მაჩვენებლები მთავრობის მიერ გატარებული სწორი ღონისძიებების და გარე ფაქტორების შედეგია.
„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკური ზრდის გამოქვეყნებული მონაცემები, მართლაც შთამბეჭდავია. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მიუთითებს, რომ ეკონომიკის აღდგენის შეუქცევადი პროცესი დაიწყო. ხაზგასასმელია, რომ ეკონომიკის აღდგენის ასეთი სწრაფი ტემპი აჭარბებს ყველა მოლოდინს, მათ შორის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაკეთებულ პროგნოზებსაც.
აქვე მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმ მთავარ ფაქტორებს, რამაც მაისის თვეში ეკონომიკის 25.8%-იანი ზრდა გამოიწვია. ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის საწარმოთა ბრუნვა, რომელიც წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 50.3%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 3 581 ერთეულს გაუტოლდა, რაც 12.5%-ით აღემატება. აღნიშნული მაჩვენებელი მიუთითებს ბიზნესის მნიშვნელოვან გამოცოცხლებაზე და, შესაბამისად, პოზიტიურ მოლოდინებზე, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოებაა.
ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტის საკითხი, რომელიც მაისში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 45%-ით გაიზარდა, ასევე, ფულადი გზავნილები, რომელიც 42.4%-ით გაიზარდა. არ უნდა გამოგვრჩეს ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი – ტურიზმი. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის სექტორშიც მნიშვნელოვანი გამოცოცხლება შეინიშნება და წინა წელთან შედარებით, 180%-იანი ზრდა გვაქვს. აქედან გამომდინარე, ჩამოთვლილი ფაქტორები ადასტურებს, რომ ეკონომიკის ზრდის კუთხით, მიმდინარე წელი საკმაოდ პოზიტიური იქნება”, – განაცხადა გვიდიანმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება არის ენჯეოებში შემოსული ამერიკული ფული, რომელიც რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში – იაგო ხვიჩია
„ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება დარჩა ენჯეოებში შემოსული ამერიკული, დასავლური ფული. ეს ფული რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში“- ამის...
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების მობილიზებაა საჭირო, რომ არ დავუშვათ პროვოკაციები ქვეყანაში
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და პარტიის რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და...
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს – მიზანმიმართულად ხელის შემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუკის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ...
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა: „ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ რა დაწერა:...
ირაკლი ხელაძე – როგორც ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა სიკეთეს ამ ქვეყნისთვის, იმავე წარმატებით უშავებდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს
თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ხელაძემ საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა....
გურამ მაჭარაშვილი – არასამთავრობო სექტორი 20 წელია, არსებობს, საქართველო – სამი ათასი წელი, ამიტომ თავიანთი მუქარა თუ ტონი თავისთვის შეინახონ
არასამთავრობო სექტორი 20 წელია, არსებობს და საქართველო – სამი ათასი წელი, ამიტომ თავიანთი მუქარა თუ ტონი თავისთვის შეინახონ, – ამის...