შაბათი, მაისი 16, 2026

ანდრია გვიდიანი: ჩვენ ვნახეთ დეზორიენტირებული და კუთხეში მიმწყვდეული ამერიკის ელჩის ინტერვიუ, რომელმაც ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო ვერცერთ კითხვას ვერ უპასუხა

„იმედის” ეთერში ჩვენ ვნახეთ დეზორიენტირებული და კუთხეში მიმწყვდეული ამერიკის ელჩის ინტერვიუ, რომელმაც ქართული საზოგადოებისთვის ვერცერთ საინტერესო კითხვას ვერ უპასუხა და მხოლოდ რებუსებით საუბრით შემოიფარგლა, – ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

გვიდიანის განცხადებით, საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო კითხვას, რა კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაუწესდათ სანქციები ქართველ მოსამართლეებს – ელჩმა გაურკვეველ საჯარო წყაროებზე მიუთითა. რაც შეეხება სააკაშვილის და ადეიშვილის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ დასმულ შეკითხვას, კელი დეგნანმა პასუხს თავი აარიდა.

„იმედის” ეთერში ჩვენ ვნახეთ დეზორიენტირებული და კუთხეში მიმწყვდეული ამერიკის ელჩის ინტერვიუ, რომელმაც ქართული საზოგადოებისთვის ვერცერთ საინტერესო კითხვას ვერ უპასუხა და მხოლოდ რებუსებით საუბრით შემოიფარგლა.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, არის კითხვა, თუ რა კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაწესდა სანქციები?! ამაზე პასუხი იყო, რომ ეს საჯარო წყაროებიაო. რა გამოდის – გაურკვეველ საჯარო წყაროებზე დაყრდნობით შეიძლება ადამიანზე მტკიცებითი ფორმით თქვა, რომ ის კორუმპირებულია და მის მიმართ სანქციები დააწესო? ეს არის ამერიკული სტანდარტი? ეს არის კანონის უზენაესობის ამერიკული გაგება?

მეორე – კითხვაზე, თუ რატომ არ დაწესდა სანქციები სააკაშვილის და ადეიშვილის მიმართ, რომელთა წანააღმდეგ არათუ რაღაც NGO-ების მიერ ჩატარებული კვლევები, არამედ სტრასბურგის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენები არსებობს, უპასუხა, რომ სასამართლო რეფორმა უნდა გაგრძელდეს ეს მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვისო. ეს უბრალოდ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტის კლასიკური ნიმუშია. გასაგებ ენაზე კი ნიშნავს – „სააკაშვილ-ადეიშვილი ნაბიჭვრები არიან, თუმცა ჩვენი ნაბიჭვრები”. – წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები 26 მაისს დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან

აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები 26 მაისს, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან.აღნიშნულის თაობაზე მათ პარლამენტთან ერთობლივი განცხადება გააკეთეს.როგორც ისინი აღნიშნავენ, მნიშვნელოვანია 26 მაისს იდგნენ იქ, სადაც პატიმრობაში მყოფი პირები იდგებოდნენ.„მთელმა მსოფლიომ იცის, რომ რეჟიმის ტყვეები საქართველოს ღირსების დაცვისთვის და საქართველოსსიყვარულისთვის უკანონო ტყვეობაში იმყოფებიან. ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვაკეთოთ ის, რასაც ეს უღირსეულესი ადამიანები გააკეთებდნენ. 26 მაისს ვუერთდებით ეროვნულ დღესასწაულს. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და უმნიშვნელოვანესია ვიყოთ იქ, სადაც იდგებოდა ნებისმიერი ბიჭი და გოგო, ვინც ახლა იმყოფება უკანონო ტყვეობაში“,- განაცხადა ნიკა კაციამ.

ანდრია ჯაღმაიძე ილია მეორისა და შიო მესამის შესახებ წერს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქ შიო მესამის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ წელს პირველად 17 მაისი ილია მეორის გარეშე აღინიშნება.„პირველად აღვნიშნავთ წელს ოჯახის სიწმინდის დღეს მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილიაII ის გარეშე. პირველად შედგება ეს დღე ახლად არჩეული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, შიო III ის პატრიარქობაში.2026 წლის 17 მაისი იქნება სახე, ღვაწლმოსილი პატრიარქის საქმეების გაგრძელებისა და მორწმუნე ხალხში მისი ცოცხალი ხსოვნის დემონსტრირებისა“ - წერს ანდრია ჯაღმაიძე.

დონალდ ტრამპი – არ მინდა, რომ ვინმე დამოუკიდებელი გახდეს, მინდა, რომ ჩინეთი დამშვიდდეს

არ მინდა, რომ ვინმე დამოუკიდებელი გახდეს, მინდა, რომ ჩინეთი დამშვიდდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.კერძოდ, ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა შეუძლია თუ არა ტაივანელ ხალხს თავი მეტ-ნაკლებად დაცულად იგრძნოს სი ძინპინთან მისი შეხვედრის შემდეგ.„არაფერი შეცვლილა. ამას ვიტყვი: არ მინდა, რომ ვინმე დამოუკიდებელი გახდეს. და, იცით, 9,500 მილი უნდა გავიაროთ ომში საბრძოლველად. არ მინდა ეს. მინდა, რომ დამშვიდდნენ. მინდა, რომ ჩინეთი დამშვიდდეს“, - განაცხადა ტრამპმა.ტრამპმა მკაფიო პასუხი არ გასცა კითხვას, მოაწერს თუ არა ხელს ტაივანისთვის 14 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული იარაღის პაკეტს, რომელიც დიდი ხნის წინ გადაიდო.„შემიძლია ეს გავაკეთო. შემიძლია არ გავაკეთო. ომებს არ დავეძებთ. თუ ასე დარჩება, ვფიქრობ, ჩინეთი ამას დაეთანხმება. მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ ვინმემ თქვას: „მოდით, დამოუკიდებლები გავხდეთ, რადგან შეერთებული შტატები გვიჭერს მხარს“, - განაცხადა ტრამპმა.

გია ხუხაშვილი – პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომისკენ ვადამდელი არჩევნები უნდა იყოს – თუ პარტიებს უნდათ, აიძულონ ხელისუფლება, პირობები კი არ უნდა წამოაყენონ ტელევიზორში, ხალხის მხარდაჭერა...

პოლიტიკური ლოგიკით, რა თქმა უნდა, 2026 წელს, შემოდგომისკენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს, - „ოცნებას“ სჭირდება არჩევნები, არა კეთილი ნების გამო, არამედ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.გია ხუხაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ არცერთ დათმობაზე არ წავა, თუ ვიღაცამ არ აიძულა.„ქართულ ოცნებას“ მხოლოდ ძალის პოლიტიკა ესმის. „ქართული ოცნება“ არცერთ დათმობაზე არ წავა, თუ ვიღაცამ არ აიძულა. ეს ინსტრუმენტი აქვს მხოლოდ ხალხს, პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ. თუ პოლიტიკურ პარტიებს უნდათ, რომ აიძულონ ხელისუფლება, პირობები კი არ უნდა წამოაყენონ ტელევიზორში და ფეხები კი არ უნდა აბაკუნონ, ხალხის მხარდაჭერა უნდა მოიპოვონ და ხალხის ზეწოლით უნდა აიძულონ ხელისუფლება, რომ უკან დაიხიოს. მარტო პირობებს რომ აყენებენ ტელევიზორში, მეც დავჯდები და ჩამოვწერ ათ პირობას და დავაყენებ, მაგრამ პირობას რომ აყენებენ, შენ უნდა გქონდეს ინსტრუმენტები იმისა, რომ ხელისუფლებას უკან დაახევინო, თორემ აყენონ ეს პირობები და იყვნენ, მეორე მხარე დასცინებს, რასაც კობახიძე აკეთებს, მეტი არაფერი არ მოხდება“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.რაც შეეხება აქციების დროს დაკავებულების შეწყალების საკითხს, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ „ილუზია და ყალბი იმედია“, რომ წმინდა სინოდის ან ახალი პატრიარქის თხოვნის საფუძველზე „ქართული ოცნება“ პატიმრებს შეიწყალებს.„როგორი ილუზია გვაქვს ხოლმე, მუდმივ ყალბ იმედებში ვცხოვრობთ. სინოდის წევრების განცხადებები არავის არ აინტერესებს. სინოდის წევრები არ განსაზღვრავენ, ვის გამოუშვან და ვინ არა. ვიღაც რაღაცას იტყვის ქულების დასაწერად ან სახის შესანარჩუნებლად, მაგრამ ამით პროცესი წინ ვერ წავა, მეტი არაფერი არ იქნება. დღევანდელი პატრიარქის და ილია მეორის წონა შეადარეთ, ასჯერ უფრო ნაკლები წონა აქვს და ძალიან გრძელი გზა აქვს გასავლელი იმისათვის, რომ იმის მეათედი წონა შეიძინოს, რაც ილია მეორეს ჰქონდა. თუ ილია მეორის დროს ვერ მოხერხდა, ახლა რა ლოგიკით ვსაუბრობთ, ეს უფრო მოახერხებს ვიდრე ილია მეორე?თუ მოინანიებენ, გამოუშვებენ, ამას არაფერი შუამდგომლობა არ უნდა, არც საპატრიარქო და არაფერი. ვინც მოინანიებს ისედაც ამოკრავენ წიხლს და გამოაგდებენ გარეთ, რად უნდათ ციხეში ეგეთი ადამიანი. ვინც მოინანიებს, ესე იგი გატყდა, უარი თქვა ბრძოლაზე, საშიში აღარ არის და გამოუშვებენ გარეთ. არ უნდა ამას არც საპატრიარქო და არც სინოდი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ილჰამ ალიევი – არსებულ გლობალურ გეოპოლიტიკურ პირობებში, „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება

არსებულ გლობალურ გეოპოლიტიკურ პირობებში, „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა „თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის“ სახელმწიფო მეთაურების არაფორმალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„ზანგეზურის დერეფანი, რომელიც ამჟამად ხორციელდება, „შუა დერეფნის“ ერთ-ერთ მთავარ სეგმენტად იქცევა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „შუა დერეფნის“ გასწვრივ საბაჟო პროცედურები მარტივდება.„თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის“ ფარგლებში შემუშავებული e-Permit სისტემა ელექტრონული ნებართვების სწრაფ გაცემას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ბოლო სიახლეები