ანდრია გვიდიანი: უკაცრავად და თუ ომში ყოფნა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების ბილეთია, ასეთი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საზოგადოებას არ სჭირდება

Read Time:1 Minute, 2 Second

უკაცრავად და თუ ომში ყოფნა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების ბილეთია, ასეთი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საზოგადოებას არ სჭირდება, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ანდრია გვიდიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

გვიდიანმა დეპოლარიზაციის თემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ფრაზა „დეპოლარიზაცია“ არ შეიცავს არანაირ კონკრეტიკას, ისევე როგორც „დეოლიგარქიზაცია და სხვა პუნქტები“.

„დეპოლარიზაცია ეს ისეთი პუნქტია, რომელიც სუბიექტური შეფასების საგანია. სხვათა შორის, დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით განცხადება ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთდა, რომ პოლიტიკური პარტიების ერთმანეთთან დაპირისპირება, ეს ჯანსაღი დემოკრატიული პროცესია. და რას ნიშნავს დეპოლარიზაცია? ეს არც განმარტებული არ არის. სადმე დაწერილი არ არის, რომ ვთქვათ, ამ ნიშნულამდე თუ მიხვალ, დეპოლარიზაცია განხორციელებულია. ეს ასე განმარტებული არ არის. შესაბამისად, ფრაზა „დეპოლარიზაცია“ არ შეიცავს არანაირ კონკრეტიკას, ისევე როგორც დეოლიგარქიზაცია და სხვა პუნქტები, მაგრამ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მე რამდენიმე კითხვა მაქვს, რომელზე პასუხსაც ვერ ვპოულობ და თუ ვინმე ამაში დამეხმარება, ძალიან მადლობელი ვიქნები. თუ დეოლიგარქიზაცია, სასამართლო რეფორმა თუ სხვადასხვა პუნქტი, რომელიც საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირმა თანაბრად დაუწესა და ამის მიუხედავად, საქართველო კანდიდატის სტატუსის გარეშე მაინც დატოვა, ჩემთვის ამოუხსნელია, ასე რატომ მოხდა? ერთადერთ ლოგიკური დასაბუთებას წარმოადგენს ისევ ევროკავშირის წარმომადგენლების, კერძოდ, ევროკავშირის პრეზიდენტის, ქალბატონ ურსულას განცხადება, რომ უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო მხოლოდ იმის გამო, რომ უკრაინა ომშია. უკაცრავად და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების ბილეთი თუ ომში ყოფნაა, ევროკავშირის კანდიდატის ასეთი სტატუსი საზოგადოებას არ სჭირდება. ამ ქვეყანაში #1 პრიორიტეტი მშვიდობაა“, – განაცხადა გვიდიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სუბარის, ხუნდაძისა და ყაველაშვილის განცხადება: „ნაცმოძრაობა“ და მისი შიდა და გარე პარტნიორები თანმიმდევრულად ეცდებიან, გეგმის თითოეული პუნქტი დეკემბრის ბოლოსთვის რევოლუციური სცენარის შესამზადებლად გამოიყენონ
Next post ლაშა ბუღაძე აქციაზე: სხვა აღქმა გვქონდა და სხვა გამოვიდა