ორშაბათი, ოქტომბერი 20, 2025

ანდრია გვიდიანი: სოსო გოგაშვილი რომ ბოდავს, რაც ენაზე მოადგება და თან ამბობს, ბიძინა ივანიშვილისგან ვიღებდი დავალებებსო, აი, მაგის სჯერა ვინმეს? ვინმეს სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი დროს კარგავდა სოსო გოგაშვილთან ჭორაობაზე?

ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა, რომ გოგაშვილმა ბიძინა ივანიშვილი 2018 წლის ბოლოს ნახა პირველად, როცა უკვე პარტიაში შეიფარეს. ანუ, სანამ სუს-ის უფროსის მოადგილე იყო, საერთოდ ნანახიც კი არ ჰყავდა, – წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი.

როგორც გვიდიანი აღნიშნავს, არავის სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი გოგაშვილს დავალებებს აძლევდა.

,,სოსო გოგაშვილი რომ ბოდავს ყველაფერს, რაც ენაზე მოადგება და თან ამბობს, ბიძინა ივანიშვილისგან ვიღებდი დავალებებსო, აი, მაგის სჯერა ვინმეს? ვინმეს სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი დროს კარგავდა სოსო გოგაშვილთან ჭორაობაზე?
გოგაშვილი ამით ცდილობს, თავის მნიშვნელობას ხაზი გაუსვას და წარმოაჩინოს, რომ ბიძინა ივანიშვილი თურმე მასთან თათბირობდა და თითქოს მის ირგვლივ ტრიალებდა სამყარო. არადა ბოლო-ბოლო ჩვეულებრივი რიგითი საჯარო მოხელე იყო და მეტი არაფერი. ეგეთი სუს-ის უფროსის მოადგილეები მანამდეც ყოფილან, ახლაც არიან და მომავალშიც იქნებიან.
ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა, რომ გოგაშვილმა ბიძინა ივანიშვილი 2018 წლის ბოლოს ნახა პირველად, როცა უკვე პარტიაში შეიფარეს. ანუ, სანამ სუს-ის უფროსის მოადგილე იყო, საერთოდ ნანახიც კი არ ჰყავდა“, – წერს გვიდიანი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ცოტნე ანანიძე: გახარიას პარტიის გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით არის პოლიტიკური რეინკარნაციის მცდელობა, რომელიც ძალიან რთულია იმ გზის შემდეგ, რაც ამ პარტიამ გაიარა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლითაც ისინი აპირებენ როგორც პარლამენტის, ასევე საკრებულოების ტრიბუნის გამოყენებას.როგორც ანანიძემ განაცხადა, ბოიკოტი ოპოზიციისთვის ძალიან დამაზიანებელი იყო.„ოპოზიცია 2024 წლიდან არის თვითგანადგურების რეჟიმში. ცხადია, ბოიკოტიც ოპოზიციისთვის ძალიან დამაზიანებელი იყო იმიტომ, რომ ბოიკოტს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძვლები, არანაირი მტკიცებულება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არ იქნა წარმოდგენილი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამ თვითგანადგურების გზას ირჩევდნენ სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, ბოლოს 4 ოქტომბერი, რაც შეფასებების ნაწილში, მგონი, თვალნათელია და არის ცალსახა.რაც შეეხება ბოიკოტის შეწყვეტას, ეს არის მცდელობა, მოხდეს პოლიტიკური რეინკარნაცია, რომელიც ძალიან რთულია იმ ყველაფრის შემდეგ, რაც კონკრეტულად ამ პარტიამ გაიარა“, - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.

მიხეილ დუნდუა: საქართველო ძლიერ ეკონომიკურ ზრდას აგრძელებს

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა „ქრონიკასთან“ საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის გაზრდას აფასებს.„საქართველო აგრძელებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც დაფუძნებულია ექსპორტის ინვესტიციების მოხმარების გაუმჯობესებაზე, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს კეთილდღეობის დონის გაუმჯობესებას ქვეყნის მასშტაბით.“, - აღნიშნავს მიხეილ დუნდუა.საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-სექტემბერში 18 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.

მიხეილ სააკაშვილი – მაგიჟებს ქართული საზოგადოების ნაწილის მიამიტობა, ძნელია, არ დაინახო, რომ გარდა რუსული წარმომავლობისა, გახარიას ქოცებთან აერთიანებს უტიფრობა და პათოლოგიური მატყუარობა

სადამდე უნდა ვიშტეროთ თავი? მაგიჟებს ქართული საზოგადოების ნაწილის მიამიტობა! – გახარია რუსეთში კარიერის საკეთებლად წავიდა მაშინ, როცა რუსეთის და საქართველოს ურთიერთობა იყო ძალიან ცუდი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი აცხადებს, „გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი“.„2008 წლის შემდეგ პერიოდზე მოდის მისი რუსული კარიერის პიკი. მერე რატომ არავინ დაფიქრდა, თუ როგორ აღმოჩნდა ის ივანიშვილთან წამყვან თანამდებობებზე, რატომ თხრიდა ის ქართველებს თვალებს რუსი გავრილოვის დასაცავად?რატომ არავინ არ დასვა კითხვა, თუ რატომ არ დაიჭირა ის ივანიშვილმა და რატომ გაუშვა წყნარად გერმანიაში. რატომ არავის არ გაახსენდა, რომ ივანიშვილი მუდმივად გვპირდებოდა – სწორი ოპოზიციის შექმნას, დაახლოებით როგორც თავის დროზე თურქმენბაშმა ოფიციალურად დანიშნა „ოპოზიცია“.გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი. რატომ არ სვავთ კითხვას, კი მაგრამ ხომ შეუწყვიტეს გახარიას „პარლამენტის“ წევრებს უფლებამოსილება ოფიციალურად და ახლა როგორღა შედიან უკანონო პარლამენტში თუ ეს ივანიშვილთან წინასწარ შეთანხმება არ იყო.ძნელია, არ დაინახო, რომ გარდა რუსული წარმომავლობისა, გახარიას ქოცებთან აერთიანებს ერთი მთავარი თვისება – უტიფრობა და პათოლოგიური მატყუარობა.ახლა იდეალურ სიტუაციაში ვართ, ვინაიდან ყველაფერი გაცხადდა და ვინც კიდევ აგრძელებს თავის გასულელებას, იმას აწი აღარაფერი ეშველება.სინამდვილე ისაა, რომ მოსკოვში გადაწყვიტეს, რომ ივანიშვილმა მათი პირობები და გახარიას უბრძანეს პარლამენტში შესვლა.ამ სუბიექტზე ყოველთვის ძალიან მყარი აზრის ვიყავი და როგორც ყველა სხვა საკითხზე, ეს აზრი ახლაც არ შემიცვლია.რისთვის სჭირდებათ ივანიშვილს და მის პატრონებს გახარია პარლამენტში?მას შემდეგ რაც ივანიშვილი ნამდვილ პოლიტიკურ პროცესს მისი ჭკუით მოკლავს რეპრესიებით და პარტიების აკრძალვით, მას მაინც დაჭირდება პოლიტიკური პროცესის იმიტაცია, რათა საზოგადოების უკმაყოფილების რაღაც ნაწილი გაახმოვანოს გახარიას ლოიალურმა ოპოზიციამ და ამით ყურადღება გადაიტანონ ყველაზე მწვავე პრობლემებიდან.ამით ივანიშვილი ფიქრობს კიდევ რამდენიმე წელის მოგებას. ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ!“,- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი გახარია: მუნიციპალური არჩევნების და „მშვიდობიანი დამხობის“ პროვოკაციის შედეგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბოიკოტმა დააცარიელა პოლიტიკური არენა, დაუცველი დატოვა მოქალაქეები

დღეს ჩვენ, პარტიამ „საქართველოსთვის“, მივიღეთ გააზრებული და პრინციპული გადაწყვეტილება, გამოვიყენოთ ჩვენი მანდატები ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, ასევე პარლამენტში, რათა დავიბრუნოთ პოლიტიკური სივრცე და ვიბრძოლოთ საზოგადოებრივი აზრისთვის, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ X-ში წერს.როგორც გახარია წერს, ახლა ყველამ ერთად უნდა მოიგოს ქართველი ხალხის გული და გონება.„2025 წლის ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების და 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის პროვოკაციის მცდელობის შედეგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბოიკოტმა დააცარიელა პოლიტიკური არენა, დაუცველი დატოვა საქართველოს მოქალაქეები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პროპაგანდისა და რეპრესიების წინაშე, გააძლიერა მისი ავტორიტარული მმართველობა და გააღრმავა რადიკალიზაცია. ახლა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ ქართველი ხალხის გული და გონება, რათა დავიცვათ ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანი, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი და დავიცვათ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, როგორც ამ არჩევანის ქვაკუთხედი“, – წერს გიორგი გახარია.პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ნინო ლომჯარია გიორგი გახარიას მიმართავს – ახლა გინდ შეიტანეთ და გინდ გამოიტანეთ პარლამენტში ეგ თქვენი რუმბივით გაგორებული პარტია

როგორც ჩანს, თქვენი შეცდომა ბოიკოტი კი არა, „ოცნებიდან“ წამოსვლა იყო. თქვენი პოლიტიკური შედეგი კი პირადი და პარტიის ინტერესების ხალხის ინტერესებზე მაღლა დაყენება და ორ არჩევნებზე ხელოვნურად დაყოფილი ოპოზიციაა (არც სხვებს დაუკლიათ), – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.ლომჯარია ეხმაურება პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.„ახლა გინდ შეიტანეთ და გინდ გამოიტანეთ პარლამენტში ეგ თქვენი რუმბივით გაგორებული პარტია“, – წერს ნინო ლომჯარია.პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტისა და საკრებულოების ტრიბუნის არგამოყენება არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

ბოლო სიახლეები