რომში მიმდინარე გრან პრის გათამაშებაზე ქართველმა სპორტსმენმა, ანა ჯაფარიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
პარაათლეტმა პირველ წრეში მასპინძელ, იტალიელ პარატაეკვონდოისტს სძლია, ხოლო ტურნირის მეორე ეტაპზე მოქმედი პარალიმპიური ჩემპიონი დაამარცხა.
ჯაფარიძემ ფინალში მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის პირველობის ოთხგზის გამარჯვებული და პარალიმპიური თამაშების ორგზის მედალოსანი, თურქი მერიემ ბეთიულ ჩავდარი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს შეჯიბრებაზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

