ანა ნაცვლიშვილი: ჩამოსაყალიბებელია სახელმწიფო პოლიტიკა, რათა საქართველო არ მოწყდეს დასავლეთს და არ აღმოჩნდეს პუტინის ნავში

Read Time:30 Second

ჩამოსაყალიბებელია სახელმწიფო პოლიტიკა, რათა საქართველო არ მოწყდეს დასავლეთს, რომელიც მისი სუვერენიტეტისა და მისი მთლიანობის ერთადერთი გარანტი, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა „იმედის კვირას“ რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხზე მსჯელობისას განუცხადა.

მისი თქმით, თუ რომელ სანქციებთან მიერთებაა საქართველოს მხრიდან რელევანტური, სწორედ ამის გასარკვევად ითხოვს ოპოზიცია, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეკრებას დახურული საპარლამენტო კომიტეტების ფორმატებში.

„ეს არ არის ის საკითხები, სადაც შეიძლება ზედაპირული და ზეპირი მსჯელობა. ჩამოსაყალიბებელია სახელმწიფო პოლიტიკა, რათა საქართველო არ მოწყდეს დასავლეთს, რომელიც მისი სუვერენიტეტისა და მისი მთლიანობის ერთადერთი გარანტი და არ აღმოჩნდეს პირდაპირ პუტინის ნავში. აი, ამ საკითხებს სჭირდება მუშაობა და არ შეიძლება ისინი ზეპირსიტყვიერად. ამას ითხოვს ოპოზიცია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post GORBI: „ქართული ოცნების“ მთავრობა არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს, რესპოდენტთა 64,5% მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი სწორია
Next post მიხეილ სარჯველაძე: რაც ომი დაიწყო 1 გრამი რძე არ შესულა რუსეთის ფედერაციაში საქართველოდან, მაშინ როდესაც ევროპაში რუსეთიდან მილიარდობით ევროს ოდენობის გაზი გაედინება