ჩამოსაყალიბებელია სახელმწიფო პოლიტიკა, რათა საქართველო არ მოწყდეს დასავლეთს, რომელიც მისი სუვერენიტეტისა და მისი მთლიანობის ერთადერთი გარანტი, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა „იმედის კვირას“ რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხზე მსჯელობისას განუცხადა.
მისი თქმით, თუ რომელ სანქციებთან მიერთებაა საქართველოს მხრიდან რელევანტური, სწორედ ამის გასარკვევად ითხოვს ოპოზიცია, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეკრებას დახურული საპარლამენტო კომიტეტების ფორმატებში.
„ეს არ არის ის საკითხები, სადაც შეიძლება ზედაპირული და ზეპირი მსჯელობა. ჩამოსაყალიბებელია სახელმწიფო პოლიტიკა, რათა საქართველო არ მოწყდეს დასავლეთს, რომელიც მისი სუვერენიტეტისა და მისი მთლიანობის ერთადერთი გარანტი და არ აღმოჩნდეს პირდაპირ პუტინის ნავში. აი, ამ საკითხებს სჭირდება მუშაობა და არ შეიძლება ისინი ზეპირსიტყვიერად. ამას ითხოვს ოპოზიცია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.