ანა ნაცვლიშვილი – საარჩევნო გარემო ცხადყოფდა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერზეა წამსვლელი, რათა მოებღაუჭოს და შეინარჩუნოს ძალაუფლება

Read Time:24 Second

საარჩევნო გარემო ცხადყოფდა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერზეა წამსვლელი, რათა მოებღაუჭოს და შეინარჩუნოს ძალაუფლება, მათ შორის უკანონობებზე, ძალადობაზე, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ ძალიან საგანგაშო ფაქტები რუსთავში, სამეგრელოში, ასევე არის სერიოზული გადაცდომები და კანონდარღვევებია დაფიქსირებული პირველიდან მეორე ტურამდე პერიოდში. მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ ხალხის ნება და ვერდიქტი გაიმარჯვებს და მას წინ ვერ აღუდგება ხელისუფლების გავეშებული, სრულიად მოუთოკავი და ძალიან სამარცხვინო ვნება იმის, რომ როგორმე შეინარჩუნონ ძალაუფლება. ხალხის ნება გადაწონის ყველა უმსგავსობას და უკანონობას“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეჭვიანობის ნიადაგზე ბორჯომში მამაკაცმა თანასოფლელი მოკლა, მეუღლე კი დაჭრა
Next post „არმიჰოლში“ საერთაშორისო კონფერენცია „ეროვნული გვარდიის როლი მდგრადობისა და წინააღმდეგობის ორგანიზების საკითხებში“ გაიმართა