ანა დოლიძე: მაინც და მაინც უნდა დავინახოთ, თუ როგორ ჯდება კობახიძე თვითმფრინავში, რომ მივხვდეთ – „ოცნებამ“ ხელისუფლება დატოვა

Read Time:36 Second

პარლამენტი გაჩერებულია, საკომიტეტო მუშაობა გაჩერებულა, მინდა საზოგადოებას, ოპოზიციას მოვუწოდო, განვიხილოთ, ეს ხომ არ არის ხელისუფლების მიტოვება – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ოცნება“ ქმნის  სახელისუფლებო ვაკუუმს, არ შეიძლება ვთქვათ, რომ უბრალოდ პარალიზებულია პარლამენტი და ეს პარალიზება შეიძლება გაგრძელდეს. არსებობს ასეთი პრეცედენტი გლობალურად, როგორიც არის ხელისუფლების მიტოვება, არაერთი შემთხვევა ყოფილა. ანუ, მაინც და მაინც უნდა დავინახოთ, თუ როგორ ჯდება კობახიძე თვითმფრინავში, რომ მივხვდეთ – „ოცნებამ“ ხელისუფლება დატოვა. აი როგორ უნდა გავიგოთ, რომ „ოცნება“ მართვაზე აცხადებს უარს, მესიჯი ხომ არ უნდა მოგვწერეს – მე წავედი. ხომ წავიდა ბიძინა და არ გვჯერა მაინც, რომ წავიდა. სინამდვილეში, სიმბოლურად მე მინდა საზოგადოებას, ოპოზიციას მოვუწოდო, განვიხილოთ, ეს ხომ არ არის ხელისუფლების მიტოვება. პარლამენტი გაჩერებულია, საკომიტეტო მუშაობა გაჩერებულა, უმწვავესი  პოლიტიკური ამოცანებია გადასაჭრელი“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
100 %

Comments

კომენტარები

Previous post ლუკა კილაძე 15-წლამდე ჭაბუკთა შორის მსოფლიო ჩემპიონია
Next post ივანე ჩხაიძე – ხვალაც რომ შემოიტანონ „ვოსორიტიდი“, მის დანერგვას აუცილებლად სჭირდება მომზადება