ანა აბაშიძე-გააჩუმეთ ეგ კაცი! მოაშორეთ ტრიბუნას! შვილზე თქვა, შენც და შენმა კლასელებმაც უნდა იცოდეთ, რომ მამა ჯალათი გყავსო

Read Time:33 Second

ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” PHR ერთ-ერთი დამფუძნებელი და ბავშვთა და შშმ პირთა უფლებების ადვოკატი ანა აბაშიძე, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას მიერ აქციაზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.  უფლებადამცველი პოლიტიკოსებს და მედიას ბავშვებთან მიმართებაში მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს

“გიგი უგულავა ემოციებს ვერ აკონტროლებს ხშირად. დღეს აქციაზე დიდი სისულელე გააკეთა. ვინმე ორდენიძის (რომელმაც მიშას მიაყენა სავარაუდოდ შეურაცხყოფა)  შვილზე ამბობს, შენც და შენმა კლასელებმაც უნდა იცოდეთ მამა გყავს ჯალათიო. ღმერთო, ვინმე აზრიანი არა ხართ მაგის გვერდით? რას აკეთებთ გესმით? გააჩუმეთ ეგ კაცი. მოაშორეთ ტრიბუნას! ვერ მართავს აზრებს როცა ემოციებშია.

ჟურნალისტებო, ამ კაცის ოჯახს ნუ ადგებით და შვილებს ნუ იღებთ. რა ჯანდაბა ხდება. არ შეიძლება ასე რამე კარგი გამოვიდეს,” – აცხადებს ანა აბაშიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბექა დავითულიანი: მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში რომ დაგვეწვინა და მისულიყო ორასკაციანი, მისი გამწარებული ადამიანების ჯგუფი და ეგინებინათ ფანჯრიდან, ესეც ხომ მისი წამება იქნებოდა
Next post მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული – მივიღეთ პირდაპირი მითითებები პრემიერისგან, რომ ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ თითოეულ მოსახლესთან, თითოეულ სოფელში