ამ წუთებში რობერტ სტურუა მიხეილ სააკაშვილზე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

Read Time:53 Second

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მარიხუანის გარდა ცხოვრებაში არანაირი ნარკოტიკი არ გაუსინჯავს. როგორც სააკაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის გადაცემაში “კვირის აქცენტები” განაცხადა, მარიხუანა სტუდენტობის წლებში ჰოლანდიაში გასინჯა, სადაც ეს ლეგალური იყო, თუმცა, არ მოეწონა.

“კატეგორიულად ვამბობ, რომ არ გამისინჯავს არცერთი მძიმე ნარკოტიკი. ეს იყო რუსული პროპაგანდის ნაწილი, რომ “აი, კოკაინი, სააკაშვილი რამდენი ენერგია აქვს”, მუდმვივად ამ კადრებს ატრიალებენ

ერთხელ უბრალოდ ცუდად ვგრძნობდი თავს მახათას მთაზე… ატრიალებენ, “ხედავთ, როგორ განგრეულ კაიფშია”. არასდროს ვყოფილვარ არცერთი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ. ამას სრული პასუხსმგებლობით ვამბობ”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში მსახიობი თემო გვალია ამ რეპლიკით ეხმაურება: – “ეხ, მიშაჯან, შენ ზუსტად ისევე არ გაგისინჯავს ნარკოტიკი, როგორც მე არ გამისინჯავს…

შეუძლოდ ვიყავიო. აფირისტ!” – წერს მსახიობი, პოსტს რეჟისორი რობერტ სტურუაც გამოეხმაურა და კომენტარში დაწერა: – “მე ვარ მოწმე რომ ჩვენი ცრუპენტელა სოვდაგარს უყვარს ყნოსვა! ისიც ვიცი, მამით რომ ბაგრატიონია და დედით ბიზანტიის იმპერატორების შთამომავალი! მაგრამ, სააკა, რას ერჩი საქართველოს? ფული ხომ წაიღე?! ( ალბათ უკვე ბიძინაზე მდიდარი ხარ, მართალია, კაპიკი არ დაგიხარჯავს ხალხის საკელთილდღეოთ!)
ყველაფერში უნიჭო, პოლიტიკოსიც უნიჭო აღმოჩნდი, დაწყნარდი რა! და წადი ან სამხრეთში, ან ცოლეურში, ან დასავლეთში, ან მოსკოვში…
წყარო: marshalpress.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ორი ქართველი გოგოს ზასაობა მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე!
Next post საქართველოში პირველი ეთნოსოფელი მაჭახელას ხეობაში მოეწყობა