სამშაბათი, ნოემბერი 3, 2026

ამის ბოლო შემთხვევა ტატუნაშვილის წამებით გარდაცვალებაა

რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, არაკანონიერად ჰყა​ვსგანთავსებული შეიარაღებული ძალები ოკუპირებული ტერიტორიებზე და გამუდმებით არღვევს ადამიანის უფლებებს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას არჩილ ტატუნაშვილზეც ისაუბრა.

„დღესდღეობით, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%; არაკანონიერად ჰყა​ვსგანთავსებული შეიარაღებული ძალები ოკუპირებული ტერიტორიებზე; ხელს უწყობს საოკუპაციო რეჟიმის შენარჩუნებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში; და ამ საოკუპაციო რეჟიმის დახმარებით გამუდმებით არღვევს ადამიანის უფლებებს – იტაცებს და აწამებს მშვიდობიან მოსახლეობას (უახლესი შემთხვევა იყო არჩილ ტატუნაშვილის გატაცება, რომელიც წამების შედეგად გარდაიცვალა ცხინვალში), ზღუდავს თავისუფლად გადაადგილების უფლებას ადგილობრივი მოსახლეობისათვის და ამ რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, ართმევს ბავშვებს მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლებას“,- განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, რუსული შეიარაღებული ძალები ატარებენ ე.წ. ბორდერიზაციის პოლიტიკას.

„აღმართავენ მავთულხლართებს, რომლებიც არა მხოლოდ თავისუფლად გადაადგილებას ზღუდავას, არამედ იწვევს სამწუხაროდ არაკანონიერად ჰყოფს შუაზე სოფლებს და ზოგჯერ ოჯახებსაც კი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იძულებით გადაადგილებული პირებიცა და ის მოსახლეობაც, რომელიც ჯერ კიდევ ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავის გადარჩენისა და ძირითადი კეთილდღეობის უდიდესი გამოწვევის წინაშე დგანან.

აღნიშნული სიტუაცია გადაულახავ დაბრკოლებას უქმნის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სახლებში დაბრუნებას, და წარმოშობს იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალი ტალღის საფრთხეს.

ეს ყველაფერი ხდება გაეროს გენერალური ასამბლეის იმ დადგენილებების მიუხედავად, რომლებიც ადასტურებენ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლებას, მშვიდობიანად და ღირსეულად დაბრუნდნენ სახლებში, რომლებიც ადასტურებენ ძალისმიერი დემოგრაფიული ცვლილებების მიუღებლობასა და საკუთრების უფლებებს“,- განაცხადა კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რიონჰესში სამძებრო სამუშაოები დასრულდა – ნაპოვნია ავტომობილი და ორი ადამიანის ცხედარი

ქუთაისში, რიონჰესში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რიონჰესში გადავარდნილი ავტომობილისა და ახალგაზრდების სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ცოტა ხნის წინ დასრულდა. წყალში ნაპოვნია ავტომობილიც.ცნობისთვის, რიონჰესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი, რომელშიც ორი ახალგაზრდა იმყოფებოდა, წყალში გადავარდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მყვინთავები, სამაშველო და სახანძრო ბრიგადები და მიმდინარეობდა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.“ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში აცნობეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კახა კალაძე – საქართველოში რაც ხდებოდა, რასაც აორგანიზებდნენ ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების მაღალჩინოსნები თავიანთი დაფინანსებული ორგანიზაციებით, ყველაფერი საკუთარ ქვეყნებში მიიღეს

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ძალადობრივი ქმედებები უმძიმესი დანაშაულია.დედაქალაქის მერის განმარტებით, ის პროცესები, რომელთა ორგანიზებასაც კონკრეტული ევროპული ქვეყნების მაღალჩინოსნები საქართველოში ახალისებდნენ, საკუთარ ქვეყნებში მიიღეს.„საქართველოში რაც ხდებოდა და რასაც აორგანიზებდნენ ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების მაღალჩინოსნები თავიანთი დაფინანსებული ორგანიზაციებით, დღეს ის ყველაფერი მიიღეს საკუთარ ქვეყნებში. არასასიამოვნოა და სამწუხაროა ის, რაც ხდება ევროპის ქვეყნებში. რა თქმა უნდა, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა უმძიმესი დანაშაულია“, — განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, საქართველოში მსგავსი ფაქტების ჩამდენ პირებს გარკვეული ჯგუფები გმირებად წარმოაჩენდნენ, რაც ძალადობის პირდაპირი წახალისება იყო.„ჩვენ საქართველოშიც გვახსოვს, იყო მცდელობა, ცოცხლად დაეწვათ პოლიციელები და შემდეგ კონკრეტული ტელევიზიები, არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკურ პარტიები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ის კონკრეტული ადამიანი გამოეყვანათ გმირად. ის პრეზიდენტმა შეიწყალა კიდეც. ეს არის, რა თქმა უნდა, წახალისება. ეს იმ კონკრეტული ადამიანის მხრიდან ნასროლი „მოლოტოვის კოქტეილი“ არ იყო, ეს იყო ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან და იმ კონკრეტული ორგანიზაციების, ქვეყნების მხრიდან, ვინც ამ ყველაფერს, ამ სიბინძურეს, ამ ექსტრემიზმს აფინანსებდა და ხელს უწყობდა, რომ ქვეყანაში მომხდარიყო ამ ტიპის ფაქტები“, — აღნიშნა თბილისის მერმა.

ირაკლი კობახიძე – საქართველოს საზოგადოება ერთგულია ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის, ჩვენ 2024 წლის არჩევნებში გავიმარჯვეთ მთავარი ლოზუნგით, „ღირსებით ევროპისკენ“

საქართველოს მთავრობამ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაამატა საქართველოს კონსტიტუციაში პუნქტი საქართველოს ამბიციაზე, რომ გახდეს სრულუფლებიანი წევრი ევროკავშირის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს საზოგადოება ერთგულია ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის.„საქართველოს საზოგადოება ერთგულია ამ მიზნის. ამის გათვალისწინებით, ჩვენ გავიმარჯვეთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ამ არჩევნებში მთავარი ლოზუნგი იყო „ღირსებით ევროპისკენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

შეიზღუდება თუ არა კაპადოკიის კლდოვანი წარმონაქმნების მონახულება მათი ჩამოშლის საფრთხის გამო?

მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, კაპადოკიაში ვულკანური წარმოშობის კლდოვანი წარმონაქმნის ჩამოშლის შედეგად, რაც ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია, თურქი ახალდაქორწინებული წყვილის და ფრანგი ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა, 5 ადამიანი კი დაშავდა. ამ შემთხვევამ, უნიკალური კლდოვანი ლანდშაფტის შენარჩუნების და დამთვალიერებელთა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, სპეციალისტების სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.კაპადოკიის კლდოვანი სვეტები, რომლებსაც „ზღაპრულ საკვამურებს“ უწოდებენ, ნევშეჰირის პროვინციაში, გიორემეს ეროვნულ პარკში მდებარეობს. 1985 წლიდან ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.„ზღაპრული საკვამურები“ თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია.კლდოვანი წარმონაქმნის ჩამოშლის შემდეგ, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია, მეცნიერებმა წამოაყენეს წინადადება, რომ გიორემეს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ტურისტების წვდომა დროებით შეიზღუდოს ან მკაცრად გაკონტროლდეს.მათ ასევე მოითხოვეს 150 კუბ.სმ-ზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე მოტოციკლების, კვადროციკლების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე სამშენებლო ტექნიკის გადაადგილების აკრძალვა. ამის შესახებ ვებგვერდი EvrenSel-ი იუწყება.სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგიური ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი შენელ იოზდამარი იძლევა რეკომენდაციას, რომ ტურისტების დაშვება ვითარების სტაბილიზაციამდე შეჩერდეს.„ძლიერმა წვიმამ და ქარმა, რომლებიც ამ პერიოდში ჭარბობენ, კლდოვანი მასივების დაშლა დააჩქარა, ფერდობების მდგრადობა შეარყია და ბზარების წყლით შევსება გამოიწვია, რამაც ქანების გადაადგილება განაპირობა. ასეთ რისკ-ზონებში ადამიანებისა და ტექნიკის გადაადგილება უნდა შეჩერდეს”, – განუცხადა მან ვებგვერდ Onedio-ს.სამთო ტექნოლოგიების ექსპერტის, სერქან იჩელის თქმით კი, აუცილებელია, საცხოვრებლად გამოყენების მიზნით კლდეში გამოკვეთილი თითოეული უჯრედი ინდივიდუალურად შეფასდეს და მათი რესტავრირება სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით მოხდეს, რათა ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედებით გამოწვეული საფრთხე განეიტრალდეს.თავის მხრივ, გაზეთ „მილიეთის“ კაპადოკიის რეგიონულმა დირექტორმა, ჯემ ასლანბაიმ აღნიშნა: „კაპადოკიის უნიკალური, ვულკანური წარმოშობის კლდოვანი წარმონაქმნები, რომლებსაც „ზღაპრულ საკვამურებს“ უწოდებენ, დაახლოებით 10 მილიონი წლის განმავლობაში, ერთი მხრივ, ვულკანური ფერფლისა და ტუფის ეროზიის, მეორე მხრივ კი ქარის ზემოქმედების შედეგად ჩამოყალიბდა.V საუკუნიდან ეს ტერიტორია ქრისტიანული თემებით იყო დასახლებული. საცხოვრებლები, მონასტრები და ეკლესიები მათ უშუალოდ გიორემეს, ზელვესა და ჩავუშინის კლდოვან სვეტებში გამოკვეთეს.კაპადოკია იუნესკოს დაცვის ქვეშ არის და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია საჰაერო ბუშტით ფრენების და კლდოვან წარმონაქმნებს შორის სეირნობის მოყვარულთათვის.თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს კაპადოკიას 4,5 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია.როგორც „ჰურიეთ დეილი ნიუსი“, კულტურისა და ტურიზმის მინისტრ მეჰმეთ ნური ერსოიზე დაყრდნობით იუწყება, თურქეთი ვარაუდობს, რომ მიმდინარე წლის ბოლოს ტურიზმის სექტორიდან მიღებული შემოსავალი 65 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.ერსოის განცხადებით, ისრაელს, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ომმა თურქეთის ტურიზმის სექტორზე გავლენა მოახდინა, რაც ყველაზე მეტად მეორე კვარტალში იყო თვალშისაცემი.2026 წლის მესამე კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5 პროცენტით გაიზარდა და 25,53 მილიარდ დოლარს მიაღწია. წლის პირველ ცხრა თვეში კი შემოსავლები, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2,4 პროცენტით გაიზარდა და 51,28 მილიარდი დოლარი შეადგინა.

სტუ-ში ევროკავშირის HORIZON EUROPE-ის პროექტის FORGE-AI-ის ფარგლებში საერთაშორისო ვორკშოპი – „განვითარების პროგრამა #2“ დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის, HORIZON EUROPE-ის ფარგლებში მიმდინარე პროექტის FORGE-AI-ის მორიგი საგანმანათლებლო-პრაქტიკული ღონისძიება - ვორკშოპი „FORGE-AI – განვითარების პროგრამა #2“ დაიწყო. ვორკშოპის მთავარი სამიზნე ჯგუფი სტუდენტები და ახალგაზრდა მეცნიერები არიან. პროგრამის მიზანია ხელოვნური ინტელექტის სფეროში მონაწილეთა ინოვაციური და სამეწარმეო კომპეტენციების გაღრმავება, თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოში ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ინოვაციური იდეების პრაქტიკულ პროექტებად გარდაქმნის ხელშეწყობა და სტარტაპეკოსისტემაში მათი ჩართულობის გაძლიერება.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, ვორკშოპის გახსნის ღონისძიებას უძღვებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, FORGE-AI პროექტის კოორდინატორი გიორგი გიორგობიანი.როგორც გიორგი გიორგობიანმა განაცხადა, საგანმანათლებლო პროგრამა ეფუძნება ინტერაქტიული სწავლების, გუნდური მუშაობისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების პრინციპებს. მისი შინაარსი აერთიანებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, ინოვაციური მეწარმეობის საფუძვლებს, სტარტაპების განვითარების თანამედროვე მიდგომებსა და დაფინანსების მექანიზმებს.„ვორკშოპის ფარგლებში დაგეგმილი ინტერაქტიული ლექციები და პრაქტიკული სესიები მოიცავს ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა: სტარტაპის სტრუქტურა, მისი ჩამოყალიბებისა და განვითარების ძირითადი პრინციპები; ინტერაქციული სამუშაო ფორმატები – World Café, Startup Problem-Solving Clinics და Pitching; ინოვაციები და ევროპული თუ ქართული დაფინანსების წყაროები და მექანიზმები; წარმატებული ქართული სტარტაპების გამოცდილება; ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის აქტი (EU AI Act) და ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოქმედი რეგულაციური ჩარჩო.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მონაწილეთა პრაქტიკული უნარების განვითარებას, პრობლემების იდენტიფიცირებისა და ინოვაციური გადაწყვეტების შემუშავების მეთოდებს, ბიზნესიდეების პრეზენტაციასა და პოტენციური საინვესტიციო შესაძლებლობების შეფასებას. გუნდური მუშაობა და პრობლემაზე ორიენტირებული სესიები მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებას დაუკავშირონ და საკუთარი იდეების განვითარების რეალისტური გზები განსაზღვრონ“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში გიორგი გიორგობიანმა.სტუ-ის ინფორმაციით, ვორკშოპის საერთაშორისო ექსპერტული შემადგენლობა აერთიანებს საფრანგეთისა და გერმანიის წამყვანი ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, რომელთა პროფესიული საქმიანობა უკავშირდება ინოვაციებს, ხელოვნურ ინტელექტს, კვლევასა და განვითარებას, ციფრულ ტექნოლოგიებსა და სამეწარმეო ეკოსისტემის გაძლიერებას.ორდღიან პროგრამას სტუ-ის მეცნიერებთან ერთად გაუძღვებიან საფრანგეთისა და გერმანიის წამყვანი ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები: საფრანგეთი - Creative Valley (კრეატიული ველი) - ინოვაციებისა და სტარტაპების განვითარების ფრანგული ორგანიზაცია, რომელიც ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობასა და ახალი ტექნოლოგიური პროექტების განვითარებაზეა ორიენტირებული. ორგანიზაციას წარმოადგენენ: ტუნდე კალაი - კვლევისა და განვითარების (R&D) და ინოვაციების კონსულტანტი; იან გოზლანი - Creative Valley-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. გერმანია - DFKI (გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ცენტრი) - ანდრეი გირენკო - კვლევისა და განვითარების ადმინისტრირების სპეციალისტი, ევროკავშირის დაფინანსების მიმართულებით; იან ალექსანდერსონი - მთავარი მკვლევარი (Principal Researcher) და კვლევითი თანამშრომელი (Research Fellow). ზაარლანდის უნივერსიტეტი (Saarland University), Triathlon - მორელია ვასკეს რენტერია - Triathlon-ის გუნდის წარმომადგენელი, მეწარმეობის მიმართულებით; სვენ ჰარდტი - სტარტაპების კონსულტანტი (Startup Consultant), მეწარმეობის მიმართულებით.სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ვახტანგ კვარაცხელიას თქმით, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობა ვორკშოპს განსაკუთრებულ პრაქტიკულ და საერთაშორისო განზომილებას სძენს. მათი გამოცდილების გაზიარება მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ ევროპულ ინოვაციურ ეკოსისტემაში აპრობირებულ მიდგომებს, სტარტაპების განვითარების მექანიზმებს, კვლევითი იდეების კომერციალიზაციის გზებსა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში არსებულ თანამედროვე ტენდენციებს.„FORGE-AI-ის ფარგლებში ორგანიზებული ვორკშოპის მთავარი ღირებულება ის არის, რომ იგი აკადემიურ ცოდნას, თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებსა და ინოვაციური მეწარმეობის პრაქტიკულ გამოცდილებას ერთიან საგანმანათლებლო სივრცეში აერთიანებს. ჩვენი მიზანია, სტუდენტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს შევუქმნათ შესაძლებლობა, ხელოვნური ინტელექტის სფეროში მიღებული ცოდნა რეალურ ინოვაციურ იდეებად და პერსპექტიულ ტექნოლოგიურ პროექტებად გარდაქმნან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ორიენტირებულია არა მხოლოდ თეორიული კომპეტენციების გაღრმავებაზე, არამედ შემოქმედებითი აზროვნების, გუნდური მუშაობის, პრობლემების გადაჭრისა და სამეწარმეო უნარების განვითარებაზეც.პროექტის საერთაშორისო განზომილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან გერმანიისა და საფრანგეთის წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან უშუალო თანამშრომლობა ჩვენს სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს ევროპული გამოცდილების გაზიარებისა და ინოვაციების განვითარების თანამედროვე მექანიზმების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს,“- აცხადებს ვახტანგ კვარაცხელია.სტუ-ის ინფორმაციით ვორკშოპი ორ სექციად იმუშავებს. რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, თემატური მიმართულებების მიხედვით ჩაერთონ ინტერაქტიულ საგანმანათლებლო და პრაქტიკულ აქტივობებში, იმუშაონ გუნდურად და საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილება უშუალოდ გაეცნონ.

ბოლო სიახლეები