ამირან სალუქვაძე: უკეთესი დრო ზუსტად ახლაა, როდესაც რუსეთის გაღიზიანება არავის ანერვიულებს. ადექით და მიგვიღეთ! არა მგონია, უკრაინას ეწყინოს. დამთავრდება ომი, მიიღებენ უკრაინასაც

Read Time:54 Second

უკეთესი დრო ზუსტად ახლაა, როდესაც რუსეთის გაღიზიანება არავის ანერვიულებს. ამაზე უარესად რუსეთი როგორ უნდა გაღიზიანდეს, როგორც ახლაა გაღიზიანებული?! ადექით და მიგვიღეთ! არა მგონია, რომ უკრაინას ეწყინოს. დამთავრდება ომი, მიიღებენ უკრაინასაც, – ამის შესახებ ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას ეუბნებიან, რომ იგი ომშია და ამიტომ ნატოში ვერ მიიღებენ. საქართველო კი ომში არ არის და ამდენად, საამისოდ კარგი დროა.

„მე ვერ წარმომიდგენია, რომ რუსეთი ოდესმე დათანხმდეს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, თუმცა მაინც მაქვს ის პრეტენზია, როგორც ფინეთი და შვედეთი მიიღეს. ახლა უკრაინას ეუბნებიან, რომ ომშია და ვერ მიიღებენ და ჩვენ არ ვართ ომში. მართლაც, 30 წელია კართან ვდგავართ. ეს სტანდარტული ფრაზები საზოგადოებაში იწვევს გულის გაცრუებას ნატოსთან მიმართებაში და პირველი, ვინც სკეპტიკურად განაწყობს მოსახლეობას ჩვენს ქვეყანაში, არის სწორედ ნატო. ვისაც უნდა ეწყინოს და გამაკრიტიკონ. ეს სტანდარტული ფრაზებია, რომ ყოველ წელიწადს უფრო ახლოს ვართ ნატოსთან.

სხვათა შორის, მანამდე ამბობდნენ, რომ საქართველო შეესაბამება ნატოს წევრობას და ველოდებით მხოლოდ რაღაც უკეთეს დროს. ეს უკეთესი დროა ახლაა ზუსტად, როდესაც რუსეთის გაღიზიანება არავის ანერვიულებს. ამაზე უარესად რუსეთი როგორ უნდა გაღიზიანდეს, როგორც ახლაა გაღიზიანებული! ადექით და მიგვიღეთ! არა მგონია, რომ უკრაინას ეწყინოს. დამთავრდება ომი, მიიღებენ უკრაინასაც“, – განაცხადა სალუქვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პაატა მანჯგალაძე: გიორგი ვაშაძე, რა თქმა უნდა, იქნება პრემიერობის უნიკალური კანდიდატი, მთავარია ამაზე დანარჩენი ოპოზიცია შეთანხმდეს
Next post ანუკი არეშიძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს-ბუნების სილამაზე და ქალური სინაზე