ამირან სალუქვაძე მამუკა ხაზარაძეს ,,ბლუმბერგის“ მიერ გამოქვეყნებული სტატიის მონაცემების დამახინჯებაში ამხელს
ამირან სალუქვაძე მამუკა ხაზარაძის იმ ინტერვისუ აკრიტიკებს, სადაც ხაძარაძე საუბრობს, რომ იაპონიამ 2 მლრდ დოლარი გამოჰყო იაპონური კომპანიების ჩინეთიდან სხვა ქვეყნებში გადატანაზე და რომ ესაა შანსი საქართველოსთვის. ექსპერტი იხსენებს ბლუმბერგის სტატიას, სადაც ამ თემაზე იყო საუბარი და რომლის თანახმად, იაპონიის მთავრობამ გამოყო 220 მლრდ იენი ( 2 მლრდ დოლარი) იმ კომპანიებისთვის, რომლებიც წარმოებებს გადაიტანენ ჩინეთიდან იაპონიაში, ხოლო დამატებით 23 მლრდ იენს ანუ 190 მილიონს და არა 2 მილიარდ დოლარს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც წარმოებებს სხვა ქვეყნებში გადაიტანენ. ,,სინამდვილეში, ბლუმბერგის სტატიაში წავიკითხავთ შემდეგს – იაპონიის მთავრობამ გამოყო 220 მლრდ იენი ( 2 მლრდ დოლარი) იმ კომპანიებისთვის, რომლებიც წარმოებებს გადაიტანენ ჩინეთიდან იაპონიაში, ხოლო დამატებით 23 მლრდ იენს ანუ 190 მილიონს და არა 2 მილიარდ დოლარს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც წარმოებებს სხვა ქვეყნებში გადაიტანენ. თუ გამოგვივა არა 2 მლრდ-დან, არამედ 190 მლნ-დან შევძლებთ იაპონური კომპანიების ნაწილს საქართველოს მისამართი ვასწავლოთ. სხვათაშორის, ახლახან 225-ჯერ მეტი თანხა, 500 მლრდ ევრო გამოყო ევროკავშირმა რეცესიის შესაჩერებლად, ოღონდ როგორც იაპონიამ იაპონური კომპანიებისთვის, ასევე ევროკავშირმა ევროკავშირის ქვეყნებისთვის. რომ მივეტმასნოთ, ორთავე ფინანსებთან შეიძლება, უბრალოდ, იაპონიის შემთხვევაში იაპონიის სამთავრობო დახმარება 10-ჯერაა გაზვიადებული ანუ მხოლოდ 190 მილიონით დააფინანსებენ იაპონური კომპანიების ჩინეთიდან მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გადანაწილებას და ბევრი ქვეყანა იბრძოლებს იმისათვის, რომ ეს კომპანიები საკუთარ ქვეყნებში გადაამისამართონ”,- წერს ამირან სალუქვაძე. ექსპერტი ამბობს, რომ მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს უცხოური კომპანიების საქართველოში გადმობირებაზე. ,,ბოლოს, დანამდვილებით ვიცი, რომ მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს უცხოური კომპანიების წარმოებების საქაეთველოში გადმობაზირებაზე და მათთვის მიმზიდველი პირობების შექმნაზე. ვისაც ეჭვი გეპარებათ, ჰკითხეთ პრემიერს ან შესაბამის დარგობრივ მინისტრებს. მაგრამ ეს არაა მარტივი პროცესი“,- წერს ამირან სალუქვაძე
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...
ანრი ოხანაშვილი: რადიკალები კიდევ ერთხელ იტყუებიან, თითქოს ფიზიკურ პირებს უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტად დარეგისტრირება ევალებათ – კანონი ამას არც ითვალისწინებდა და არც ახლა ითვალისწინებს! არა დეზინფორმაციას!
ოჯახის სიწმინდის დღის და ხალხის ამ ბუნებრივი ძალის გადაფარვა ვერ შეძლეს რადიკალმა ოპოზიციონერებმა და გამჭვირვალობის კანონზე მორიგი სპეკულაცია წამოიწყეს, თითქოს...
სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი – მიხეილ სარჯველაძე
სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი. ის უნდა ყოფილიყო ზეპარტიული, არ უნდა ყოფილიყო მიკერძოებული რომელიმე მხარის...
კახა კალაძე: მოგვიწოდებდნენ სააკაშვილი გამოუშვითო, სანქციებს მიუერთდითო – მაშინ რომ ჩვენ არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა, დღეს ქვეყანაში გვექნებოდა უბედურება და ჯოჯოხეთი
"წარმოგიდგენიათ, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტის უმრავლესობის წევრები იღებენ თავის ქვეყანაში კანონს და ვიღაც სხვა ქვეყნიდან გვიშლის, რატომ იღებთ...
ირაკლი კობახიძე: აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს ვთავაზობ, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო
ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი...
ხატია დეკანოიძე: სპეცრაზმთან შეგონებით ლაპარაკს აზრი არ აქვს, არ შეიძლება მათთან კეკლუცობა და გულების წერა ფარებზე
ნუ დავეხმარებით პროპაგანდას, რომ სოცქსელები ნიღბიანების ყვავილებიანი ფარების სურათებით გადაავსოს,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. „დარბევის...