ამირან გულუაშვილი: ჩვენი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა ნიკანორ მელიას დაპატიმრება

Read Time:35 Second

ჩვენი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა ნიკანორ მელიას დაპატიმრება. ჩვენი მიზანი იყო მართლმსაჯულების პროცესი წარმართულიყო სამართლებრივ ჩარჩოებში და მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო ადეკვატური აღმკვეთი ღონისძიება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში იყო გირაო, – ამის შესახებ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

„ის ფაქტი, რომ პარლამენტი იმსჯელებს ამ საკითხზე, შედეგია ნიკანორ მელიას ქმედების, რომელსაც უბრალოდ არ სურს, გირაოს თანხის გადახდა. რაც შეეხება პროცედურებს, ყველა არგუმენტი, რომელიც უკავშირდება მოთხოვნას და ჩვენს წინადადებას, დეტალურად იქნება წარმოდგენილი როგორც საკომიტეტო ფორმატში, ასევე პლენარულ სხდომაზე.

კითხვა იმის თაობაზე, რატომ არ მოხდა ბრალდების მხარის მიერ თავდაპირველად პატიმრობის გამოყენება, ალბათ, უპრეცედენტო მოცემულობასთან გვაქვს საქმე, როცა ბრალდების მხარე საუბრობს ლმობიერ დამოკიდებულებაზე ბრალდებულის მიმართ და დაცვის მხარე ითხოვს, რატომ არ მოახდინა პროკურატურამ დაპატიმრება. ყველა ამ საკითხზე დეტალურად ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსი კიდევ 740 ადამიანს დაუდასტურდა, 496 კი გამოჯანმრთელდა
Next post ხვალიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება