ამირან გამყრელიძის თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების ჩანაცვლების გარკვეული რეზერვი არსებობს

Read Time:34 Second

სასწრაფო დახმარების თანამშრომლები ტესტირების სხვა რეჟიმში არიან გადაყვანილი, რათა თავის სამუშაო ადგილს ისევ მალე დაუბრუნდნენ. ეს არის ზოგჯერ 48 და ზოგჯერ 72-საათიანი მუდმივი ტესტირება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სასწრაფო დახმარების ექიმების გარკვეული რეზერვები არსებობს.

„სამწუხაროდ ასეა, ექიმები კორონავირუსთან პირველი ხაზის ადამიანები და ყველაზე მოწყვლადი ფენა ვართ. იყო შემთხვევები გაზაფხულზეც, როცა ქვემო ქართლში, ბოლნისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები დაინფიცირდნენ. ხდება სხვადასხვა რეგიონიდან ჩანაცვლება. რა თქმა უნდა, გარკვეული რეზერვები არსებობს.

ამასთან, სასწრაფო დახმარების თანამშრომლები ტესტირების სხვა რეჟიმში არიან გადაყვანილი, რათა თავის სამუშაო ადგილს ისევ მალე დაუბრუნდნენ. ეს არის ზოგჯერ 48 და ზოგჯერ 72-საათიანი მუდმივი ტესტირება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხვალ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნება
Next post ამირან გამყრელიძე პოლიტიკოსებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს