ამირან გამყრელიძე: 24 ათასიც რომ აიცრას ყოველდღიურად, წლის ბოლოსთვის სამიზნე მაჩვენებელზე გავალთ, მაგრამ 60 %-ზე მეტია საჭირო, რომ უფრო მდგრადი კოლექტიური იმუნიტეტი შეიქმნას

Read Time:40 Second

24 ათასიც რომ აიცრას ყოველდღიურად, წლის ბოლოსთვის სამიზნე მაჩვენებელზე გავალთ და მეტიც გვექნება. 60 %-ი მოზრდილი მოსახლეობის, მაგრამ 60 %-ზე მეტია საჭირო, რომ უფრო მდგრადი კოლექტიური იმუნიტეტი იყოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პირველ დოზებზე ჯავშანები თანდათან იკლებს.

„ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ყოველდღიური მაჩვენებელი, დღეში 25-30 ათასი ვაქცინირებული იყოს. 24 ათასიც რომ გვქონდეს ყოველდღიურად, წლის ბოლოსთვის სამიზნე მაჩვენებელზე გავდივართ და მეტიც გვექნება. 60 %-ი მოზრდილი მოსახლეობის, მაგრამ 60 %-ზე მეტია საჭირო, რომ უფრო მდგრადი კოლექტიური იმუნიტეტი იყოს. როდესაც მოკლე დროში აკეთებ ბევრ აცრას, უფრო სწრაფად აკავებ ეპიდემიას. შეიმჩნევა, რომ პირველ დოზებზე ჯავშანი თანდათან იკლებს, მაგრამ გარდა ჯავშნებისა დღეს ყოველდღიურ აცრებში 30-35 %-ი მოდის ჯავშნის გარეშე გაკეთებულ ვაქცინაზე, როდესაც ადამიანები პირდაპირ მიდიან ამცრელ პუნქტებში და ვირტუალურ კაბინეტებში იცრებიან და მერე რეგისტრირდებიან, რაც კარგია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იოსებ ხახალეიშვილი – წელს ქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტი უპრეცედენტოდ დიდია – 91 მლნ ლარს შეადგენს
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართულ ოცნებას“ გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და ხელისუფლება, რომელიც პირველ რიგში ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვაზე ვზრუნავთ