ამირან გამყრელიძე – კორონავირუსის ახალი ერთეული შემთხვევა დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, კვლავ მოვუწოდებ მოქალაქეებს, დაიცვან რეკომენდაციები
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
როგორც ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, კორონავირუსის ახალი ერთეული შემთხვევა დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს და კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან რეკომენდაციები.
„ზოგადად, ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ყველა შემთხვევის წყარო ვიცით და სიტუაცია კონტროლირებადია. კვლავ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაიცვან რეკომენდაცია, რასაც იძლევა ჯანდაცვის სფერო – პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა, ნიღბების ტარება, თავის არიდება დიდი შეკრებებისგან, დისტანცირება. ის ფაქტი, რომ ასეთი ერთეული შემთხვევები გვაქვს ყოველდღიურად, დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში დღეს გამოვლენილი რვა ახალი შემთხვევიდან ორი ინფიცირებულთა კონტაქტია, ექვსი კი, იმპორტირებულია.
„ახალი პაციენტების კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ყველა ახალი შემთხვევის ინფექციის წყარო დადგენილია. დღევანდელი რიცხვით ქვეყანაში არის 906 დადასტურებული შემთხვევა. დღეს დადასტურებულია რვა ახალი შემთხვევა, აქედან ორი არის ადრე დადასტურებულ შემთხვევის კონტაქტი და ექვსი არის იმპორტირებული შემთხვევა, სხვადასხვა ქვეყნიდან. ხუთი შემთხვევა დაადასტურა ლუგარის ლაბორატორიამ, ერთი „ნიუ ჰოსპიტალმა“, ერთი ინფექციურმა და ერთიც – „ნეო ლაბმა“, – განაცხადა ამირან გამყრელძემ.
საქართველოში დღეს კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებენ, განცხადებას ავრცელებს. „გულისტკივილით ვადევნებთ თვალს იესო...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „საგანმანათლებლო STEM პროექტების კონკურსში“ გამარჯვებული სასკოლო გუნდები გამოავლინეს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში STEM ინოვატორთა ასოციაციის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ერთობლივი პროექტის - „საგანმანათლებლო STEM პროექტების...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების მსოფლიო ფესტივალზე ორი გრანპრი მოიპოვა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ- „მოდინახე“, სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების მსოფლიო ფესტივალზე მთავარი ჯილდო და ასევე, ტურისტული სააგენტოების დაწესებული გრანპრი მოიპოვა....
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარი DAAD-ს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი გერმანიის საერთაშორისო აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) საგრანტო...
ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა დაიწყო [ფოტო]
ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა დაიწყო. მსვლელობის მონაწილეებს გამოტანილი აქვთ პლაკატი წარწერით: „ღირსებით ევროპისკენ“. ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორ იოსებ სარჯველაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს აკადემიური საბჭოს წევრის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის...