ამირან გამყრელიძე: ჯერჯერობით საქართველოში კორონავირუსის შიდა გავრცელების შემთხვევები არ გვაქვს

Read Time:51 Second

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით საქართველოში კორონავირუსის შიდა გავრცელების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თბილისის აეროპორტში განუცხადა, სადაც იტალიიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს დახვდა.

„გვიან ღამემდე ლუგარის ცენტრში კიდევ 24 ნიმუში იტესტება. ჩვენ ჯერჯერობით საქართველოში შიდა გავრცელების შემთხვევები არ გვაქვს. ყველა შემთხვევა არის იმპორტირებული – 2 ირანიდან, დანარჩენი იტალიიდან, ან იტალიასთან ასოცირებული გადაცემები. ჯერ არ გვაქვს მესამეული და მეოთხეული გადაცემა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 126 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 46 პაციენტი რჩება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

2020 წლის 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 9 მარტს კი, ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსიმ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის საფრთხე რეალური გახდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მსოფლიო დონის სამი პროფესიონალი ექიმი!
Next post Georgian Airways ეკიპაჟის წევრები იტალიიდან საქართველოში გამოფრენამდე