ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ყოველდღიური სიკვდილიანობა შემცირებულია, მაგრამ ეს თვითდამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს

Read Time:37 Second

მესმის, ღიზიანდება მოსახლეობა, როცა ვამბობ, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვათ, რომ პირბადე კარგა ხანს დაგვჭირდება, კიდევ წელი-წელიწადნახევარი, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „მაესტროსთან“ ინტერვიუში განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ პირდაპირი მოქმედების მედიკამენტის გამოშვებას ზაფხულისკენ ელოდება.

„ასევე მე მაინც მგონია, რომ ეს ვირუსი დაამთავრებს თავის ბიოლოგიურ ციკლს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ სადღაც ალბათ გვიან გაზაფხულზე-ზაფხულში გამოჩნდება უკვე პირდაპირი მოქმედების წამლები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ არ უნდა შეიქმნას ილუზია კორონავირუსის დამარცხების შესახებ.

„ქვეყანაში ყოველდღიური სიკვდილიანობა შემცირებულია, მაგრამ (ამას ყოველთვის „მაგრამს“ ვუმატებ) ეს თვითდამშვიდების არავითარ საფუძველს არ გვაძლევს. არავითარი თვითდამშვიდება, რომ იგივე შეცდომა არ მოგვივიდეს, რაც ზაფხულში დავუშვით – შევიქმენით ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ. კორონავირუსის დამარცხებამდე ჯერ შორია“, – აღნიშნავს გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძის სრულ ინტერვიუს „მაესტროს“ ეთერში დღეს 19:00 საათზე ნახავთ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი-ჩვენ გვეყოლება დღეიდან 2 ვიცე-პრემიერი – ბატონი დავით ზალკალიანი და ბატონი ივანე მაჭავარიანი
Next post გიგა ბოკერია: ნიკა მელიას, გიორგი რურუას გათავისუფლების და ვადამდელი არჩევნების მიღმა ვერ იქნება ვერაფერი, რამაც შეიძლება ვითარება განმუხტოს