ამირან გამყრელიძე – ქართველები, როცა ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით – ძალიან გთხოვთ, ამისგან თავი შევიკავოთ

Read Time:35 Second

ჩვენ ქართველებს გვახასიათებს, როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით. ძალიან გთხოვთ, ამისგან თავი შევიკავოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსისგან საბრძოლველ რეკომენდაციებზე საუბრისას განაცხადა.

„ეს მარტო კორონავირუსს არ ეხება, ზოგადად ჩამოვაყალიბოთ ჩვენში ეს კულტურა განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც რესპირაციული ინფექციები ბობოქრობს, რომელიც გადადის სწორედ წვეთოვანი, აირ-წვეთოვანი გზებით და ახლო კონტაქტით. კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პერიოდში არ არის რეკომენდებული ხელის ჩამორთმევა და სჯობს, ერთმანეთს ხელისაწევით მივესალმოთ. ეს მარტივად განსახორციელებელი რეკომენდაცია ხშირად ძალიან კარგ შედეგს იძლევა,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სხვა რეკომენდაციებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მოგზაურობისგან თავის შეკავება იმ ქვეყნებში, სადაც ინფექციის კერა არსებობს. ასევე პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიების დაცვა, რაც გულისხმობს ხშირად ხელების დაბანას, ოთახების განიავებას, სველი წესით დალაგებას და სხვას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post განათლების სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს და აცხადებს, რომ ამ დროისთვის სწავლის შეჩერების საფუძველი არ არსებობს
Next post TI-ს ანგარიშში მობილური ინტერნეტ აბონენტების შესახებ 11%-15%-იანი ცდომილებებია